ტევესი: „კრიშტიანუს არ მშურს“
ტურინის „იუვენტუსის“ წინახაზელმა კარლოს ტევესმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხვალინდელი დაპირისპირება მათთვის ფინალის ტოლფასია.
„„რეალთან“ თამაში ურთულესი და ფინალის ტოლფასი იქნება ჩვენთვის.შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის გასაგრძელებლად, ხვალინდელ პაექრობაში მხოლოდ 3 ქულის მოხვეჭა გვჭირდება.სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფერო იქნება, თუმცა თამაშს იგებენ ფეხბურთელები.“
„მე კრიშტიანუს წინააღმდეგი ვარ? მისი არ მშურს.ვიმედოვნებ, რომ მომავალი მატჩი კარგი იქნება „იუვესთვის“ და არა ჩემთვის.რონალდუ ჩემპიონია და ჩვენ უნდა შევძლოთ მისი გაჩერება.პორტუგალიელი და მე განსხვავებული სტილის მოთამაშეები ვართ.„რეალის“ სასტარტო შემადგენლობით არ ვინტერესდება.ეს ანჩელოტის სანერვიულოა.“
„დაცვა მადრიდელების სუსტი მხარეა.“
as.com
- 4 ნოემბერი 2013
- 2 834
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.