"ატლეტიკო" 150 ევროთი დაჯარიმდა
ლა ლიგის დისციპლინარულმა კომიტეტმა განიხილა "ვისენტე კალდერონზე" მომხდარი ინციდენტი.
კონკრეტულად ის ფაქტი, როდესაც "ატლეტიკოსა" და "რეალის" თამაშის დროს, მანუელ პელეგრინის ტრიბუნიდან ესროლეს ამოუცნობი ნივთი."წითელ-თეთრებმა" კომიტეტის სხდომის შემდეგ ამოისუნთქეს, რამეთუ ისინი მოელოდნენ სტადიონის დიკსვალიფიკაციას.ყველასაგან მოულოდნელად კომპეტენტურმა ორგანომ "ატლეტიკოს" მხოლოდ 150 ევროს გადახდა დააკისრა.მათ ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ ვერ ნახეს ის საგანი, რომელიც ჩილელ დამრიგებელს მოედანზე დაუშინეს.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 17 ნოემბერი 2009
- 3 388
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.