კოენტრაუ სამ კვირას გამოტოვებს
ფაბიოს აღდგენა სამი კვირით გადაიდო.
გუშინდელ მატჩში, "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მარცხენა მცველმა, ფაბიო კოენტრაუმ ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა ტერფის ტკივილის გამო მოედანი დაეტოვებინა. კარლო ანჩელოტიმ მატჩის პირველი ტაიმის დასასრულს მოედანზე კოენტრაუს ნაცვლად მარსელო გამოიყვანა. პორტუგალიელმა დღეს დილით "სანიტას" კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა. შედეგებმა აჩვენეს, რომ მას მარცხენა ტერფის კოჭი აწუხებს.
სამედიცინო დიაგნოზი მიუთითებს, რომ ფეხბურთელს მარცხენა ტერფის ტრავმა აწუხებს, მაგრამ არ არის მითითებული დაზიანების სიმძიმე და სანამ საბოლოო შედეგი ჩამოყალიბდება, მცველი გუნდთან ერთად მოემზადება. ამდენად, პორტუგალიელის გამოჯანმრთელების ზუსტი დრო არ არის ცნობილი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მის აღდგენას სამი კვირა დასჭირდება. მატჩში, "იუვენტუსის" წინააღმდეგ კოენტრაუ მატჩის განაცხადის მიღმა დარჩება.
- 3 ნოემბერი 2013
- 1 360
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.