პეპე: "მთავარია, რომ 3 ქულა ავიღეთ"
გთავაზობთ პეპეს მატჩისშემდგომ კომენტარს.
"ვფიქრობ, ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. გუნდი მეტოქეს დიდ წინააღმდეგობას უწევდა, ბურთს ვაკონტროლებდით. პირველი ტაიმის შემდეგ, მწვრთნელმა გვითხრა, რომ ფრთხილად თამაში გაგვეგრძელებინა, რადგან "რაიო" საკმაოდ ძლიერი კლუბია. ისინი შესვენების შემდეგ მათი ფანების წინაშე ფანტასტიკურები იყვნენ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ სტადიონზე, სადაც თამაში რთულია, 3 ქულა მოვიპოვეთ."
დაცვაში დაშვებულ შეცდომებზე, პორტუგალიელმა ცენტრალურმა მცველმა განაცხადა: "მეორე ტაიმში რამდენიმე შეცდომა დავუშვით. დაცვაში ისე კარგად ვერ ვითამაშეთ, როგორც პირველ ტაიმში ვახერხებდით ამას. დაცვაში უფრო დაკვირვებით უნდა გვეთამაშა. "იუვენტუსზე" ფიქრი დავიწყეთ. ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, საკმაოდ კარგად ვთამაშობთ."
ბოლო 2 მატჩში გუნდმა 5 გოლი გაუშვა: "ამის შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით. ეს მოხდა "სევილიას" და "ვალეკანოს" წინააღმდეგ. მეორე ტაიმში საუკეთესო თამაში არ ვაჩვენეთ, თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ. ასეთი რამ მოხდა ბოლო 2 მატჩში და არ უნდა განმეორდეს. 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე უნდა ვიხარჯებოდეთ."
"რთულ მატჩამდე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. "რეალმა" ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა ითამაშოს და ამას ვაკეთებთ კიდეც."
წყარო: Realmadrid.com
- 3 ნოემბერი 2013
- 1 138
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.