დელ ბოსკე ასვტრიაში გამარჯვებას გეგმავს
ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე გადაჭრით აცხადებს, რომ საკმაოდ რთული შეხვედრა ელის მის გუნდს ავსტრიაში... ამის მიუხედავად დარწმუნებულია საკუთარ ფეხბურთელებში, იგი ასევე იხსენებს ევრო 2008_ს, როდესაც ესპანელებმა მოუგეს ავსტრიელებს. "რეალის" ყოფილი მწვრთნელი მოუთმენლად ელის მომავალ ჯახს, რომელიც ვენაში გაიმართება...
დელ ბოსკეს გონებაში ჩარჩენილი აქვს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფრაგმენტები, სადაც დაძაბული ბრძოლა გაუმართა ავსტრიამ ესპანეთს. ახლაც იმავე ქალაქში ელით დაპირისპირება, იგივე გუნდთან. მაშინ "ტოროების" მთავარი მწვრთნელი ლუის არაგონესი გახლდათ, რომელმაც ბრწყინვალე სამუშაოები გასწია გუნდში და მოაგებინა კიდეც ევრო 2008, ხოლო იმის შემდგომ მოხსნეს პოსტიდან და დელ ბოსკე დანიშნეს.
"მე ვუყურებდი ფინალს მადრიდიდან ესპანეთსა და გერმანიას შორის ჩემს ოჯახთან ერთად და უბედნიერესი ვიყავი ჩემი ქვეყნის წარმატებული გამოსვლით"_განაცხადა დელ ბოსკემ "AS"_თან საუბარში.
"ჩემს სახლში ნამდვილი დღესასწაული მოვაწყე, რადგანაც ეროვნულმა ნაკრებმა ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია. მაშინ კარგად დავინახე არაგონესის გაწეული დიდი სამუშაოები ესპანეთის გუნდში, რამდენის წლის შემდეგ დავიბრუნეთ ძველი დიდება, ეს კი ლუისის დამსახურება იყო. მე როგორც რიგითი ესპანელი, ბავშვით ვხარობდი ასეთ დიდ წარმატებას."
ასე, რომ დელ ბოსკეს დიდი სურვილი აქვს გაიმეოროს არაგონესის შედეგი და დაამარცხოს მისი მომავალი მეტოქე.
"გონებაში რა თქმა უნდა დაგვრჩება ეს დიდი სიახრული და წარმატება, მაგრამ ახლა უკვე იწყება მსოფლიო ჩემპიონატი... არც თუ ისე ბევრი სასპარინგო მატჩი გვაქვს გასამართი, ასე, რომ უნდა დავივიწყოთ ყველაფერი და მხოლოდ მომავალზე ვიფიქროთ. ეხლა მხოლოდ და მხოლოდ დიდი მონდომების და ბევრი ვარჯიშის დრო გვაქვს."
"ძალიან დიდ სიხარულს მომანიჭებენ ჩემი შეგირდები, თუ გავიმარჯვებთ ავსტრიაში... ეს კი მომავალი წარმატებების საძირკველი იქნება."
ავტორი: Kevlisha
- 17 ნოემბერი 2009
- 1 733
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.