კასილასი: "დრო გვჭირდება"
მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, ინტერვიუ ჩაწერა ერთ-ერთ იაპონურ ტელევიზიასთან.
- რას ფიქრობ გუნდზე? რა გჭირდებათ თქვენ?
- ჩვენ გვჭირდება დრო, რამეთუ ამ სეზონში სრულიად ახალი გუნი გვყავს, რომელსაც ახალი პრეზიდენტი და ახალი მწვრთნელი უდგას სათავეში.სანერვიულო არაფერი, მშვიდნი უნდა ვიყოთ.
- როგორც გოლკიპერს, თამაშის რომელი ასპექტი გაქვთ გამოსასწორებელი?
- ხალხი ამბობს, რომ მე სათანადო დონეზე ვერ ვთამაშობ გამოსვლების დროს.
- რაიმე ჩვევა გახასიათებთ?
- ადრე ჩემი ჩვევა იყო ხელთათმანის იმ ნაწილის გახევა, სადაც საჩვენებლი თითია, თუმცა ახლა ამ ჩვევას მოვეშვი და სრულიად მთელი ხელთათმანით გამოვდივარ მოედანზე.
- როგორ შეაფასებთ გუნდის გამოსვლას ლა ლიგაზე?
- დადებითად, რამეთუ ჩვენ მეორე საფხურზე ვართ."რეალს" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს "ბარსელონას."
- რას ფიქრობთ, ფლორენტინო პერესის შენაძენებზე?
- ფანტასტიურია.რონალდუსა და კაკას ყურება, ყველას დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.მე ასევე მითამაშია ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიცაა ზიდანი და ფიგუ.ვიმედოვნებ რონისა და რიკრდოს კარიერას ასევე წარმატებული იქნება "რეალში."
- შენ მე-11 წელი გამოდიხარ სამეფო გუნდის რიგებში.რა არის შენი საიდუმლო?
- თავდაუზოგავი შრომა.
- რა არის საიდუმლო, ამდენი ტიტულის მოგებისა?
- მშვიდი სამუშაო და მწვრთნელის დავალების ზედმიწევნით შესრულება.
- რატომ გადაწყვიტე კიპერობა?
- ფეხბურთი მამაჩემმა შემაყვარა.ყველაზე მეტად მეკარის პოზიციით მოვიხიბლე.
- რას გრძნობდი მაშინ, როდესაც დებიუტი გქონდა სამეფო კლუბში?
- უსაზღვროდ გახარებული ვიყავი.
- 17 ნოემბერი 2009
- 1 522
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.