ხედირა "მანჩესტერის" რადარზე
უკვე ზამთარში, გერმანელი ნახევარმცველი შეიძლება "ნისლიან ალბიონზე" აღმოჩნდეს.
პრესა ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველის, სამი ხედირას შეძენით. უფრო მეტიც, ოფიციალური წინადადება "წითელმა ეშმაკებმა" შეიძლება სატრანსფერო ფანჯრის გახსნის თანავე გააკეთონ.
ხედრიამ ცოტა ხნის წინ გულწრფელი ინტერვიუ გააკეთა, რომელშიც მან მკაფიოდ გააკეთა მინიშნება იმაზე, რომ ის არ არის კმაყოფილი თავისი მდგომარეობით მადრიდის "რეალში", სადაც კარლო ანჩელოტის მისვლის შემდეგ აღარ ითვლება "ბლანკოსის" ძირითადი შემადგენლობის წევრად.
არსებული სიტუციის გამოსაყენებლად მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმღვანელობა, რომლებიც უიმედოდ ეძებენ ნახევარმცველს, ცენტრის გაძლიერებისთვის. გარდა ამისა, "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოისმა, თავისი თანაშემწე "რეალი" - "სევილიის" მატჩე გაგზავნა, იმისათვის, რომ ენახა გერმანელი ნახევარმცველის თამაში. ასე რომ, ინგლისელებს სერიოზული ზრახვები აკავშირებთ სამი ხედირას მიმართ.
- 2 ნოემბერი 2013
- 1 601
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.