პრემიერლიგის კლუბებს ისევ სურთ გუტი
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი გუტი პრემიერლიგის კლუბებს ისევ სურთ.
ქერა ნახევარმცველით ისევ ინტერესდებიან ინგლისური კლუბები. კერძოდ "ბოლტონი" მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძინოს "სამეფო კლუბის" ვიცე–კაპიტანი.
გუტის ბოლო დროს ცუდად მისდის საქმეები კლუბში. "ალკორკონთან" მატჩში მომხდარი ინცინდენტის გამო მას მოუწია ოთხი მატჩის გამოტოვება. შემდეგ ხორხე ვალდან გაესაუბრა მას და ყველაფერი პოზიტიურად დასრულდა.
"ბოლტონს" ადრეს სურდა ხოსე მარიას შეძენა, მაგრამ ესპანელმა ნახევარმცველმა არ ისურვა კლუბიდან წასვლა. ახლა სულ სხვაგვარი სიტუაციაა. ვნახოთ რას იზამს გუტი, დატოვებს კლუბს და პრემიერლიგაში გადავა სათამაშოდ თუ დარჩება მადრიდული გრანდის ერთგული.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 17 ნოემბერი 2009
- 2 095
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.