„რაიოსთან“ კაზემიროს სასტარტოში ელოდებიან
გავრცელებული ინფორმაციით რაიო ვალეკანოსთან დაპირისპირებაში კარლო ანჩელოტი როტაციას გეგმავს...
იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ მადრიდული დერბი არც ისე რთულად მოსაგები იქნება, აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული რამდენიმე მოთამაშემ დაისვენოს.
ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ ძირითადი ცვლილებები ნახევარდაცვის ხაზში იქნება. სავარაუდოდ არ იქნება სამი ხედირა, მის ნაცვლად კი სასტარტო შემადგენლობაში ბრაზილიელ ახალგაზრდა მოთამაშეს, კაზემიროს ელოდებიან, რომელიც უკვე დიდი ხანია არ გამოჩენილა მოედანზე.
ვარაუდის დონეზე გადაწყვეტილია, რომ შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს ლუკა მოდრიჩიც, რომელსაც ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის ძალიან საპასუხისმგებლო შეხვედრისთვის ინახავს.
სასტარტოში ელოდებიან ისკო ალარკონს, რომელიც ბარსელონასთან შეხვედრაში საერთოდ არ გამოჩენილა.
უცნობია თუ ვინ დაიკავებს ცენტრალური ფორვარდის ადგილს, ეს მოთამაშე სავარაუდოდ ბენზემა იქნება, რომელმაც ანდალუსიელებთან ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.
- 1 ნოემბერი 2013
- 1 833
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.