ტიტო: „ჩვენ მასპინძლის სტატუსი უნდა გამოვიყენოთ“
რაიო ვალეკანოს მცველის,რობერტო რომან ტრიგუეროს (ტიტოს) განცხადებით, მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კარლო ანჩელოტის შეგირდებთან ტოლსწორად ითამაშოს...
„სამეფო კლუბის კოლექტივი გაცილებით აღემატება ჩვენს გუნდს, მაგრამ ეს არ ეხება მებრძოლ სულისკვეთებას, ჩვენ ძალიან შეკრული გუნდი ვართ, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მეტოქესთან გამკლავება, ამიტომ ფარხმალს არ ვყრით და ვთვლით, რომ „ბლანკოსთან“ თამაში თავისუფლად შეგვიძლია.“
„კრიშტიანო რონალდო მადრიდელთა ლიდერია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ანხელ დი მარია და გარეთ ბეილი, ამ უკანასკნელმა ბოლო შეხვედრაში ნამდვილი სახე დაგვანახა და საკუთარ ანგარიშზე 2 გოლი ჩაიწერა, ამას კი საგოლე გადაცემებიც დაურთო.“
„მასპინძლები ვართ და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, სტადიონზე ანშლაგი იქნება, გულშემატკივრები ძალიან გვამხნევებენ და ბრძოლის ძალას გვაძლევენ, რაც მეტისმეტად სასიამოვნო გახლავთ.“
- 1 ნოემბერი 2013
- 1 160
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.