პაულეტა: „რონი ძალიან ბევრს ითმენს“
პედრო პაულეტას განცხადებით, ბლატერის კომენტარმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ეს ფეხბურთელის დიდი შეურაცყოფა გახლავთ, მითუმეტეს საუბარია მოთამაშეზე, რომელსაც ოქროს ბურთი აქვს მოგებული...
„რონალდო ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. კარგია, რომ იგი პროვოკაციას არ წამოეგო და ბლატერს ნორმის ფარგლებში უპასუხა. ფიფას ძალიან დიდ პატივს ვცემ და რა თქმა უნდა ამაში ხელმძღვანელობის პატივისცემაც იგულისხმება, თუმცა ამ შემთხვევაში ცუდი პრეცენდენტი დაფიქსირდა.“
„კრიშტიანო ჩემი მეგობარია, ამ ამბის შემდეგ მასთან საუბარი არ მქონია, თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ იგი გაბრაზდებოდა.“
„სევილიასთან დაპირისპირებისას რონიმ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს და მასზე მხოლოდ დადებითად უნდა ისაუბრონ.“
- 1 ნოემბერი 2013
- 2 522
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.