„მარკას“ ინფორმაციის ლოპესის ხელფასი გაორმაგდა

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, „მარკამ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამეფო კლუბის მთავარ კიპერს, დიეგო ლოპესს ფლორენტინო პერესმა ხელფასი გაუორმაგა...

მეკარის კონტრაქტის ხანგრძლივობა არ შეცვლილა , მაგრამ გასამრჯელო გაორმაგდა, ხელშეკრულების ვადა 2016-2017 წლების სეზონის დასრულებამდე განისაზღვრება. მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიომ გუნდი დატოვა და კარლო ანჩელოტი გახდა მთავარი მწვრთნელი, ყველას ეგონა, რომ იკერი კარს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და პრეზიდენტმაც ჩათვალა, რომ გუნდის მთავარ გოლკიპერს მეტი გასამრჯელო ეკუთვნოდა.

ლოპესი ამჟამად 32 წლის არის და იგი მადრიდში მინიმუმ 35 წლამდე დარჩება. სამეფო კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს მსგავს სახის განცხადება ჯერ-ჯერობით არ
გამოუქვეყნებია, მაგრამ „მარკა“ საერთოდ იშვიათად ცდება.

აღსანიშნავია, რომ ლოპესმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორჯერ მოახერხა საკუთარი კარის მშრალად შენახვა, რაც თავისთავად ძალიან ცუდი სტატისტიკაა.

  • Hala
  • 1 ნოემბერი 2013
  • 1 936
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)