Kicker: "დორტმუნდი" შაჰინის ყიდვას ეცდება
გერმანული გაზეთის, Kicker-ის ცნობით, "ბორუსია" შაჰინის გამოსყიდვას 7 მილიონ ევროდ ეცდება.
მოგეხსენებათ, თურქი ფეხბურთელი "რეალის" საკუთრებაა, თუმცა ახლა "დორტმუნდში" იჯარით იმყოფება. ის "რეალში" გერმანული კლუბიდან 2011 წელს გადმოვიდა, მაგრამ გუნდს კარგად ვერ შეეწყო, რაშიც დიდი წვლილი ტრავმებს მიუძღვის.
თავდაპირველად შაჰინი "ლივერპულში" გაასხვისეს, თუმცა მას არ ჰქონდა ბევრი სათამაშო დრო და ამიტომაც გერმანიაში დაბრუნება გადაწყვიტა. ნური შაჰინმა "დორტმუნდში" დაბრუნებისთანავე განაცხადა: "გავიაზრე, რომ ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც თავი კარგად შემიძლია ვიგრძნო."
ფეხბურთელს სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ილარამენდის და კაზემიროს შეძენით მისი დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.
წყარო: As
- 1 ნოემბერი 2013
- 1 739
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.