უბადლო შეტევა VS უდისციპლინო დაცვა

უბადლო შეტევა VS უდისციპლინო დაცვა


დასრულდა ლა ლიგის მორიგი მატჩი "რეალსა" და "სევილიას" შორის, რომელმაც არაერთგვაროვანი აზრები და კითხვები დატოვა მადრიდისტებში. მინდა ამ თემაზე ცოტა უფრო დაწვრინებით ვისაუბრო...

7-3, ასეთი შედეგი დაფიქსირდა სანტიაგო ბერნაბეუს ტაბლოზე. ერთი შეხედვით მასპინძელი გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა და მატჩი იოლად მოგიო, მაგრამ თამაშს თვალი ვინც ადევნა დამეთანხმება, რომ ეს ასე არ არის.

დავიწყოთ იმით, რომ დღეს კარლომ შეტევის წინა ხაზში ის სამეული განამწესა, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ მადრიდში, საუბარია რონალდო, ბენზემა, ბეილზე. პირდაპირ ვთქვათ, რომ თითოეულ მათგანს საუცხოო მატჩი ჰქონდა. როგორ იქნა კარიმმა ყველას დაანახა თუ რა შეუძლია მას და მათ შორის მეც(მთავარია შემდეგში რას იზავს). დიდი დავიდარებისა, შეძახილებისა, სტვენისა და კრიტიკის ქარცეცხლისა ბენზემამ, როგორც იქნა თავისი თამაში აჩვენა. ის მთელ მოედანზე მოძრაობდა და ძალიან კარგადაც იხსნებოდა, ასევე ბურთსაც კარგად ანაწილებდა. პირველი გოლი სწორედ მისი გადაცემის შედეგად გავიდა.

როგორც იქნა გაიბრწყინა ბეილმაც, რომლის კარგ თამაშს არა მხოლოდ მადრიდში არამედ მთელს მსოფლიოში ელოდნენ. გარეტმა დღეს ძალიან ბევრი იმოძრავა გაიტანა რა 2 გოლი და გააკეთა რა 2 საგოლე გადაცემა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, იმის ფონზე რომ მისი ფიზიკური კონდიციები არ არსი სახარბიელო. ის ფაქტიც უნდა აღინიშნოს, რომ კარლომ ბეილს დღეს მთლიანი 90 წუთი მისცა სათამაშოდ, რაც მისი პირველი სრულად ჩატარებული მატჩია "რეალში". მოკლედ რომ ვთქვათ დღეს ბეილს არაფერი დაეწუნებოდა, რაც სანტიაგო ბერნაბეუზე დამსწრე მაყურებლებმაც სათანადოდ დაუფასეს.

ალბათ ბევრი სიტყვები და განმარტებები არ სჭირდება რონალდოს მოქმედებებს მოედანზე. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიჯდეთ და ვუყუროთ პორტუგალიელ ჯადოქარს. რონალდო უფრო და უფრო წინ მიიწევს ოქროს ბურთისკენ ბრძოლაში და ერთ-ერთი ფავორიტიც გახლავთ. მის ანგარიშზე დღეს ჰეთრიკია. "როგორც ჩანს რონალდო არც თუ ისე დიდ დროს უთმობს მის ვარცხნილობას"

და ბოლოს დაცვა, "რეალის" დაცვა ის რამაც გადამაწყვეტინა დამეწერეა ეს სტატია, ის რასაც ასე ძალიან განვიცდი მე და დარწმუნებული ვარ ბევრი სხვა.

ფაქტია, რომ კარლომ დაცვის ძირითადი ოთხეული ჯერაც ვერ გამოძებნა. სეზონის დაწყებიდან ვხედავთ, რომ მარჯვენა ფლანგს ხან არბელოა იცავს, ხან კარვახალი. იგივე სიტუაციაა დაცვის ცენტრში. იყო მომენტები, როცა დაცვის ცენტრს ვარანი-რამოსის დუეტი ამაგრებდა, იყო მომენტები, როდესაც რამოსი-პეპეს დუეტი ამაგრებდა და იყო მომენტები, როდესაც პეპე-ვარანი გახლდათ დაცვის ცენტში. მოკლედ, რომ ვთქვათ ჯერ ვერ გადაუწყვეტია კარლოს ძირითადი ორეული, რაც ძალიან ცუდად ისახება გუნდის შედეგებში და თამაშში. ფაქტია, რომ გუნდი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს რაც ხშირ შემთხვევაში გოლის ფასად უჯდება "რეალს".

მე მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა დაცვის ფორმაციასთან დაკავშრებით. ალბათ იმ თემაზე უკვე ყველა თანხმდება, რომ არბელოა აღარ არის იმ კონდიციებში, რომ კონკურენცია გაუწიოს კარვახალს, რომელიც დღითიდღე უმატებს და უმატებს. დღეს თუ დააკვირდით არბელოას ბურთთან შეხება და ბერნაბეუს გამაყრუებელი სტვენა ერთი იყო, რაც ყველაფერზე მეტყველებს. რაც შეეხება დაცვის ცენტრს აქ ბევრად უფრო რთულადაა საქმე. ფაქტია, რომ რამოსი საუკეთესო პერიოდს არ განიცდის და რიგ შემთვევებში უხეშ შეცდომებს უშვებს, მაგრამ მისი ლიდერობის თვისებები და ბრძოლის ჟინი ფარავს ამ დროებით ნაკლოვანებებს. ვარანის სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია, მას ტრამვა ახალი მოშუშებული აქ და ფორმის აკრფვას გარკვეული დრო სჭირდება. რაც შეეხება პეპეს მის მიმართ ჩვენს საიტზე ძალიან ბევრი პრეტენზია და უარყოფითი ემოციები მძლავრობს ხოლმე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პეპეს გამოცდილება ტაქტიკური განსწავლულობა და "უხეშობა" კარგი გაგებით ძალიან წაადგება ხოლმე გუნდს და არც მისი ჩამოწერა შეიძლება ნაადრევათ. რაც შეეხება დაცვის მარცხენა ფლანგს აქ მარსელოს მონოპოლია აშკარაა.

P.S.
ეს არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება "რეალის" დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშრებით. ბევრი გაიზიარებს ბევრიც კი არა. წინასწარ მადლობა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)