"ბლატერის სიტყვები რონალდუს წაახალისებს"
პორტუგალიის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი რონალდუზე და ბლატერის სიტყვებზე აკეთებს კომენტარს..
"ის რაც მოხდა, კრიშტიანუსთვის სტიმული უნდა იყოს. ჯობდა არაფერი მომხდარიყო, თუმცა რახან მოხდა, რონალდუს ენდომება დაუმტკიცოს ბლატერს და მისი აზრის გამზიარებლებს, რომ იგი თავისი საქმის პროფესიონალია და სამაგალითო ადამიანი".
უფრო მეტიც, როდრიგესმა კონკრეტულად ბლატერის სიტყვებზეც გააკეთა კომენტარი.
"ეს წელი მისთვის უდავოდ ცუდი გამოდგა. ალბათ, ასაკის ბრალია მისი ასეთი ქცევები, სამარცხვინოა. არ ვიცი რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ მან დაივიწყა ღირსება და პატივისცემა, ის იმდენად დაეცა, რომ შეურაცხყოფაზეც კი გადავიდა" – დაასრულა მან.
წყარო: Defensacentral.com
- 31 ოქტომბერი 2013
- 2 349
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.