რესინო: "ანჩელოტიმ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო"
აბელ რესინომ, მადრიდის "ატლეტიკოს" ექს-ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ანჩელოტის გადაწყვეტილება, კერძოდ ის, რომ მან მეკარეები ჩემპიონატების მიხედვით გადაანაწილა..
"ეს გადაწყვეტილება ძალიან სარისკოა. ერთის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ხოლო მეორის პრიმერა დივიზიონში, ძალიან საპასუხისმგებლოა. ვნახოთ, შეცვლის თუ არა მომავალში ის გადაწყვეტილებას, მაგრამ ორივე ჩემპიონატი უმაღლესი დონისაა, ჩემი აზრით. ანჩელოტის ორი დიდებული მეკარე ჰყავს. გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ, მას კარლო ანჩელოტი იღებს,"-განაცხადა რესინომ.
წყარო: As
- 31 ოქტომბერი 2013
- 2 731
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.