23 მილიონი და ბენზემა სუარესის სანაცვლოდ
მიუხედავად იმისა, რომ პერესის თქმით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არავის აღარ შეიძენდნენ, 'Daily Star'-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "რეალი" "ლივერპულს" შეთავაზებას გაუკეთებს.
ამ ტრანსფერში ჩართული მხოლოდ "ლივერპულის" ვარსკვლავი არ იქნება. სამეფო კლუბი ტრანსფერის მიღწევას მასში ბენზემას ჩართვით ეცდება. ამ ინფორმაციის თანახმად, "ბლანკოსი" "წითლებს" 23 მილიონს და ბენზემას შესთავაზებს, რომელიც 25 მილიონზე ძვირადაა შეფასებული.
ინგლისური გამოცემის ცნობით, "რეალი" ამ ტრანსფერის დასრულებას იანვარში ეცდება. ურუგვაელის შეძენა მარტივი არ იქნება, რადგან მისდამი ინტერესს "არსენალიც" იჩენს. "ლივერპული" დათანხმდება საუკეთესო შემოთავაზებას. ლუის სუარესმა ინგლისის დატოვების სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა.
მიმდინარე სეზონში სამხრეთ ამერიკელს 4 მატჩში 6 გოლი და 2 ასისტი დაუგროვდა.
წყარო: Defensacentral
- 30 ოქტომბერი 2013
- 2 151
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.