კრიშტიანუ პუშკაშის კვალდაკვალ

ანდალუსიელებთან დაპისპირების წინ, პორტუგალიელი გოლეადორი ახალი გამოწვევის წინაშე დგას.

„სევილიას“ კარში დუბლის შესრულების შემთხვევაში, კრიშტიანუ დაეწევა ლეგენდარულ პუშკაშს, რომელსაც პრიმერა დივიზიონში 156 (21 პენალტი) გოლი აქვს გატანილი და უგო სანჩისის (164), სანტილიანას (186), დი სტეფანოსა (216) და რაულის (220) შემდეგ, აღნიშნულ ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით, მადრიდელთა მხრიდან მე-5 იქნება (ამ მომენტისათვის 154 გოლი (27 პენალტი) 156 მატჩში).

ალბათ, გასაკვირი არ იქნება, თუ რონალდუ დღეს დაეწევა/გადაასწრებს უნგრელს, რამეთუ ემერის გუნდი, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მეტოქეა - 9 მატჩში 12 გოლი.სევილიელების კარში, 2 ან მეტი გოლი, „ელ ფერარის“ სამჯერ აქვს გატანილი.

მადრიდის რიგებში გადმოსვლის დღიდან, კრიშტიანუმ 212 ოფიციალური დაპირისპირება გამართა და 216 ბურთი ჩაიწერა აქტივში.„რეალის“ ისტორიაში, აღნიშნული მაჩვენებელი მეხუთეა, თუმცა საშუალოდ ერთ მატჩში გატანილი გოლებს მიხედვით (1.01), მას ბადალი არ ჰყავს.

ამასთანავე, საინტერესოა ის ფაქტი, რომ პორტუგალიელი „თეთრი“ მაისურით 46 მეტოქეს დაუპირისპირდა, საიდანაც მხოლოდ ზაგრების „დინამოს“ კარის აღება ვერ მოახერხა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ამ ეტაპისათვის ანჩელოტის შეგირდებს ორივე ტურნირზე (ლა ლიგა და ჩ/ლ) 31 გოლი დაუგროვდათ.აქედან, 46 პროცენტი რონალდუს დამსახურებაა (15 გოლი).

as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)