„რეალი“ - „სევილია“ [პრევიუ]

გთავაზობთ ხვალინდელი მატჩის პრევიუს..

პრიმერა დივიზიონის მე-11 ტურში, მადრიდული გრანდი „სევილიას“ მიიღებს „სანტიაგო ბერნაბეუზე.“„ელ კლასიკოში“ განცდილი კრახის შემდეგ, კარლიტოს შეგირდები ქულების დაკარგვას აღარ აპირებენ და ეცდებიან, საშინაო კედლებში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვონ.

"თეთრები" მიმდინარე სეზონში, "ბერნაბეუზე" მე-7 მატჩის მოგებას შეეცდებიან. მათი მთავარი ძალა იქნება რონალდუ, რომელსაც "სევილიას" წინააღმდეგ საოცარი მაჩვენებელი აქვს: 15 გოლი 13 მატჩში. ბოლო 5 მატჩში მან "სევილიას" 11 გოლი გაუტანა.

კარლო ანჩელოტიმ განაცხადში 23 ფეხბურთელი შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის შემდეგ ჩაბი ალონსო ბრუნდება. იტალიელმა სპეციალისტმა ბასკ ნახევარმცველზე განაცხადა: "ის მზად არის. ალონსო გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ვეცდები, მას სათამაშო დრო მივცე. ის კარგ ფორმაშია, ასე რომ, გუნდის დახმარებას ყველანაირად ეცდება."

ხვალინდელი დაპირისპირება "რეალსა" და "სევილიას" შორის ლა ლიგაში 70-ე იქნება. სტატისტიკა გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ფავორიტი მადრიდის "რეალია". ბოლო 69 შეხვედრიდან "რეალმა" 50 მოიგო, 11 ფრედ დაამთავრა და მხოლოდ 8 წააგო. ამ 69 მატჩში სამეფო კლუბმა გაიტანა 187 გოლი და გაუშვა 74.

„რეალი“ - „სევილია“ [პრევიუ]


"სევილია" მე-10 ადგილზეა 13 ქულით. მათ აქვთ 3 მოგება, 4 ფრე და 4 წაგება. ანდალუსიელებს ჯერ გასვლით შეხვედრაში 3 ქულა არ აუღიათ, მაგრამ ისინი "ბერნაბეუზე" მხოლოდ მოსაგებად ჩავლენ.

„რეალი“ - „სევილია“ [პრევიუ]


პირველი ტაიმში "რეალის" 1-0 მოგებაზე, bwin-ის კოეფიციენტი 3.50-ია. "რეალის" მოგებას 1:0, 2:0 ან 3:0 ანგარიშით, კოეფიციენტი 3.10 აქვს.

წყარო: Realmadrid.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (250)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)