ბლატერმა „კულეებს“ მიბაძა [ვიდეო]

მართალია, „ფიფას“ პრეზიდენმტა რონალდუს დაცინვის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მისი ნათქვამი სხვანაირად გავიგეთ, თუმცა ნათქვამი ნათქვამად რჩება.

როგორც იცით, ბლატერმა „ოქსფორდ უნიონში“ სტუმრობისას ხაზი გაუსვა, რომ კრიშტიანუ მეტ დროს ატარებდა სილამაზის სალონში, ვიდრე მესი.ამასთანავე, შვეიცარიელმა განსაკუთრებულად გამოყო მესის ჰუმანურობა და ყველა მშობელს უსურვა, სახლში არგენტინელისნაირი შვილის ყოლა.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც განვლილ „ელ კლასიკოზეა“ გადაღებული - როგორ დასცინის ბლატერის ნაქები ბიჭუნა, თავის მეტოქეს, როდესაც ეს უკანასკნელი 100 პროცენტიანი პენალტის არდადების გამო, საკმაოდ აღშფოთებული აპელირებს მსაჯთან.




აქვე მოვაყოლებთ „ჰოლივუდელი“ სერხიოს (ან უბრალოდ ადამიანი „ჭიტა“) ეპიზოდს, რომელიც თანაგუნდელს არ ჩამორჩა და უფრო უხეს ფორმებში დაცინა „რეალის“ ლიდერს, რომელიც ალბათ, იმიტომ გააქილიკეს, რომ 2013 წელს გატანილი 53 გოლით, მსოფლიოს საუკეთესი ბომბარდირია.




და ბოლოს, ვგონებ, ვიდეოების ნახვის შემდეგ, აღარ გაგიკვირდებათ ბატონი პრეზიდენტის საქციელი, რამეთუ მან მხარი აუბა თავის ფავორიტებს და დაცინვის ციკლი „წარმატებით“ განაგრძო.საერთო ჯამში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კატალონიური გრანდი „მეტია ვიდრე კლუბი.“მათი ფეხბურთელები „ნამდვილად“ ღირსეულად ატარებენ აღნიშნულ დევიზს.

სიმართლე გითხრათ, აღნიშნული ვიდეობის დადებისაგან თავს ვიკავებდი, თუმცა ბლატერის კომენტარმა შემაცვლევინა აზრი.

პ.ს. საიტის ადმინისტრაცია მკაცრად გაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი არაკორექტული კომენტარის შემთხვევაში, დაგედებათ 1 თვიანი ბანი! აღნიშნული მოწოდება ვრცელდება უკლებლივ ყველა „იუზერზე!“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)