კარლიტო: „მადლობა გვარდიოლას თბილი სიტყვებისთვის“
კარლო ანჩელოტის საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ Cadena Cope-სთან.
- რა გააკეთეთ „ელ კლასიკოს“ დასრულების შემდეგ?
- „სევილიასთან“ მატჩისთვის მზადებას შევუდექი.
- თამაშის ჩანაწერს უყურეთ სახლში?
- ჩემს ოფისში ვანახე ჩანაწერი.რა თქმა უნდა, საჭიროა მატჩის პერიპეტიებს ხილვა სატელევიზიო სურათითაც.
- როგორ ფიქრობთ, მალენკომ „გაგძარცვათ“?
- ყველა უშვებს შეცდომებს და მათ შორის მსაჯებიც.სამწუხაროდ, მალენკო მნიშვნელოვან მომენტში შეცდა, თუმცა ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „გაგვძარცვეს.“
- „ელ კლასიკოში“ ბეილი იმიტომ გამოიყვანეთ, რომ დიდი ფული იყო მასში გადახდილი?
- (იცინის). ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი ერთნაირია.ვგონებ, მისი შეძენით „რეალმა“ დიდებული გადაწყვეტილება მიიღო.ჩავთვალე, რომ ის „ბარსელონას“ პრობლემებს შეუქმნიდა.
- რამოსის საყრდენზე დაყენებით შეცდომა დაუშვით?
- არ ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვი.აღნიშნული გადაწყვეტილება ფეხბურთელთან შეთანხმებით მივიღე.სიმართლე გითხრათ, სერხიოსაც მოეწონა უჩვეულო ამპლუაში ძალების მოსინჯვა.ის დაცვითი სტილის ნახევარმცველის რანგში გახლდათ.
- ხვალ რომ იყოს „კლასიკო,“ სერხიოს კვლავ დააყენებდით ნახევარდაცვის შუაში?
- თუ სამწვრთნელო პროცესი ანალოგიურად წარიმართებოდა, რა თქმა უნდა, კი.
- ნამატჩევს, რამოსმა დასძინა, რომ ამ პოზიციაზე სათამაშოდ ბევრი არ უვარჯიშია...
- არ მგონია, რომ მსგავსი სახის ინფორმაცია გავრცელდა პრესაში.აღნიშნული იდეა, თამაშამდე 2 დღით ადრე მომივიდა თავში, რამეთუ ილიარა 100 პროცენტით მზად არ იყო და გვესაჭიროებოდა მისი შემცვლელის მოძიება.
- როდესაც სასტარტო შემადგენლობები გამოქვეყნდა, ვიფიქრეთ, რომ კარლოს „ბარსელონას“ შეეშინდა...
- თამაშამდე დეტალურად ვესაუბრე იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც შარშანდელ „კლასიკოში“ მონაწილეობა მიიღეს (1-3 ნოუ კამპზე).არც მაშინ ყოფილა დაცვითი სტილი და არც ახლა.პირველი ტაიმი არ გამოგვივიდა, თუმცა შესვენებაზე გარდატეხა შევიტანეთ და უკეთესო მეორე ნახევარი ჩავატარეთ.
- მარცხი თქვენ კისერზეა?
- ყოველთვის მთავარი მწვრთნელია შედეგზე პასუხისმგებელი.როდესაც რაიმე პრობლემა იქმნება, მის გადაჭრაზე ზრუნავს დამრიგებელი.მე სათავეში ვუდგავარ გუნდს, რომელშიც ძალიან კარგი მოთამაშეები ირიცხებიან.
- „კლასიკოზე“ გამოყენებულ ტაქტიკაში, მოურინიოს ნიშნები უფრო იგრძნობოდა თუ დელ ბოსკეს?
- (იცინის).შესაძლებელია პარალელის გავლება, რამეთუ მოურინიოც ამგვარი წყობით თამაშობდა, ოღონდ შუაში პეპე იდგა.სიმართლე გითხრათ, უფრო დელ ბოსკეს ვგავარ, რამეთუ თამაშის დროს, ორივე სიმშვიდით გამოვირჩევით.
- კატალონიელმა ფეხბურთელებმა ნამატჩევს აღნიშნეს, რომ „რეალი“ ყოველთვის სხვას აბრალებს მარცხს...
- ეს არასწორია.ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო, რასაც შეეძლო ტაბლოზე სხვა ანგარიშის დაფიქსირება.ცნობისთვის, მალენკომ წარსულშიც მაზარალე, როდესაც „იუვეს“ სათავეში, ლიგაზე „მანჩესტერს“ გადავეყარე.
- „ნოუ კამპზე“ იოზილი დაგაკლდათ?
- არა.კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც მყავს.ჩვენს გუნდში ახალგაზრდობისა და გამოცდილების იდეალური შერწყმაა.არსებული რესურსით, საკმაოდ დიდი გეგმები მაქვს.
- იოზილი გაყიდეს, ეს მისი სურვილი იყო, თუ კლუბის?
- ტაქტიკური ბალანსიდან გამომდინარე, დი მარიას დარჩენის გადაწყვეტილება მივიღეთ.ანხელი გაცილებით შემოქმედი ფეხბურთელია და ჩემი სიტყვები, „იუვესთან“ შეხვედრაში დადასტურდა.მესუთთან ერთად მხოლოდ 1 თვის განმავლობაში ვმუშაობდი და ამიტომაც, ბევრს ვერაფერს გეტყვით მის შესახებ, თუმცა ის ნამდვილი პროფესიონალია.როდესაც გუნდში ერთი კალიბრის ფეხბურთელები ირიცხებიან - ისკო და იოზილი, უმჯობესია დატოვო დი მარია, რამეთუ მას განსხვავებული სტილი აქვს.მალაგელი ფანტასტიკური ფლეიმეიქერია.
- პერესი „კლასიკოში“ გამოყენებული ტაქტიკით უკმაყოფილოა?
- პრეზიდენტს ვესაუბრე და ის მშვიდადაა.მეორე ტაიმი ძალიან მოეწონა.
- ბეილს თიაქარი აქვს?
- ექიმი არვარ და აქედან გამომდინარე, ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით მსგავს სიახლეებზე, თუმცა ვიცი, რომ უელსელს უმნიშვნელო პრობლემები აქვს.მისი მთავარი პრობლემა იმაშია, რომ პრე-სეზონი გაუცდა და ახლა ფორმის დასაბრუნებლად დრო ესაჭიროება.გეთანხმებით, ბოლო მატჩებში მან ვერ მოახერხა ჩვენი გაოცება, თუმცა ყველაფერი წინ არის.ადაპტაციის გავლის შემდეგ, სულ სხვა ბეილს ვიხილავთ.
- რისკენ მიისწრაფვის „რეალი?“
- მომავალს დიდი იმედითა და ენთუზიაზმით შევყურებ, რამეთუ გუნდის პროგრესს ვხედავ.პერიოდულად კარგად ვთამაშობთ და თითოეულ მატჩის გამარჯვებისთვის ვიბრძვით.
- გამომდინარე იქედან, რომ ფებურთელობის დროს საყრდენის პოზიციაზე ირჯებოდით, შეიქმნა წარმოდგენა, რომ „რეალს“ ამ რგლოში პრობლემა არ ექნებოდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა...
- ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ტრავმირებულია ჩაბი ალონსო, ხოლო ილიარაც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებდა დახმარების გაწევას.აღნიშნულ პოზიციაზე მოდრიჩისა და ხედირას გარჯაც ვიხილეთ, რაც იმის დასტურია, რომ სტაბილურობისკენ მივიწევთ.საბედნიეროდ, ჩაბი ბრუნდება და პრობლემებს მალე დაესმევა წერტილი.
- გვარდიოლამ დასძინა, რომ ანჩელოტი მალე ჩამოყალიბებს სასურველ მადრიდსო.გამოდის, რომ პეპს სჯერა თქვენი და „რეალის“ შესაძლებლობების?
- (იცინის).გვარდიოლა „ბლანკოსის“ ქომაგია (იცინის).ვფიქრობ, ის კარგად მიცნობს და მინდა მადლობა გადავუხადო ასეთი კარგი სიტყვებისთვის.პირველი ვარ, რომელსაც გუნდის ახლანდელი თამაში არ აკმაყოფილებს და დღითი-დღე ვცდილობ სიტუაციის გამოსწორებას.ვიმედოვნებ, მალე სწრაფად და ლამაზად მოასპარეზე „ბლანკოსს“ ვიხილავთ.
- რატომ თამაშობს „რეალი“ ცუდად? და როგორ მადრიდს ელოდებით თქვენ?
- გუნდში მოსვლის დღიდან, ბევრი რამ შევცვალე.ვცდილობთ, უფრო მეტად ვაკონტროლოთ ბურთი.აქედან გამომდინარე, ორ ნახევარმცველს დაევალა ბურთის გადატანა ზონებს შორის.საჭიროა იმუშავო აგრკვეული მექანიზმით, რომელიც საბოლოოდ ავტომტაიზაციამდე მიგიყვანს.ჯერჯერობით, ეს ვერ შევძელით.ამ ყველაფრის დრო გვჭირდება.„მალაგას“ წინააღმდეგ თამაშს გამოვყოფდი, სადაც ბურთის დაჭერა კარგად შევძელით, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში, მაღალი პრესინგის დამსახურებით, მყისვე ვიბრუნებდით.
- ასეთი თამაშით შეძლებთ ლა ლიგისა და ლიგის მოგებას?
- ამჟამინდელი ფეხბურთით ვერა, მაგრამ პრობლემების გადაჭრის შემდეგ, კი.ასი პროცენტით მჯერა ჩემი შეგირდების და იმედიანად ვარ განწყობილი.ჩვენ გავაგრძელებთ პროგრესს.
- რატომ არ ათამაშებთ ისკოს?
- გამომდინარე იქედან, რომ მას არასრული არდადეგები ჰქონდა, სასურველ ფიზიკურ კონდიციებში არ იმყოფება.ამიტომაც მოუხდა ბოლო მატჩების გამოტოვება.
- პერესმა გთხოვათ ბეილი დააყენეთო?
- თამაშებამდე არასოდეს ვესაუბრები პრეზიდენტს, მხოლოდ ნამატჩევს გვაქვს ურთიერთობა.
- ასეთი რაღაც რომ გთხოვოს, გაითვალისწინებთ?
- „მილანში“ მუშაობის დროს, ბერლუსკონის სურვილი იყო, რომ რონალდინიო მუდამ მოედანზე ყოფილიყო, თუმცა როდესაც საჭიროება მოითხოვდა, მას ვასვენებდი.ანალოგიური სიტუაცია გახლდათ რივალდოს შემთხვევაშიც.მახსოვს, ერთხელ ზიდანიც კი დავტოვე სკამზე, რამეთუ გადაღლილი ჩანდა.
- ლიგაზე კასილიასი, ხოლო პრიმერაში ლოპესი.ვინ იქნება სამეფო თასზე?
- ჩემი გადაწყვეტილებით, ლიგასა და „კოპა დელ რეიზე“ იკერი იასპარეზებს.გამომდინარე იქედან, რომ მას რთული ტრავმა ჰქონდა, ძირითადი მეკარის პოზიციას ლოპესი იკავებს.იკერი დიდებული კარის დამცველია.
- დავუშვათ, გახვედით ლიგის ფინალში, მოგეხსენებათ, ნახევარფინალსა და ფინალს შორის 25 დღიანი პაუზაა.ასეთ შემთხვევაში, გარისკავთ უთამაშებელი კასილიასის ძირითადში დაყენებას?
- რა თქმა უნდა.ცოტათი უცნაურადაა კალენდარი შედგენილი, თუმცა დიდი იმედი მაქვს, ამ პერიოდში იკერი ფორმას არ დაკარგავს.
- „ბარსელონა“ 6 ქულით გაგექცათ.„რეალის“ შემდეგი შეცდომა შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს?
- ჰანდიკაპი საგულისხმოა, თუმცა არა შეუძლებელი.რევანშისთვის მოვემზადებით.
- არ გეჩვენებათ, რომ შარშარნ „ბარსელონა“ გაცილებით კარგად თამაშობდა?
- როდესაც „პსჟ“-ს რიგებიდან დავუპირისპიდი, მაშინ არცთუ ისე სახარბიელო მომენტს განიცდიდნენ, რამეთუ მესი გახლდათ ტრავმირებული.შემდეგ შეხვდნენ „ბარსელონას“ და რაც მოხდა ჩემზე უკეთესად იცით.ამ მომენტისათვის, მათი ლიდერი ნეიმარია.
- ივნისში რომ ეკითხათ, ბეილი თუ ნეიმარი?
- ბეილი.
- რეალურად დაგისვეს ასეთი კითხვა?
- ბრაზილიელი რონალდუს პოზიციაზე ირჯება და რა თქმა უნდა, პორტუგალიელს არავისში გავცვლიდი.ნეიმარზე საუბარი არ ყოფილა.პრეზიდენტს ბეილი სურდა.
- პრეს-სეზონის დროს, კაზემირო ჩინებულად თამაშობდა, თუმცა სეზონის დაწყების შემდეგ გაუჩინარდა...
- არსად გამქრალა.ის ყოველდღე ვარჯიშობს ვალდებებასზე.არ დაგავიწყდეთ, რომ კაზემირო მხოლოდ 20 წლისაა და არ გვინდა დიდი პასუხისმგებლობით დავტვირთოთ.ჩვენ საკმაოდ ახალგაზრდა შემადგენლობა გვყავს - ისკო, კარვახალი, ილიარა, მორატა და ა.შ.
- ხედირა სუპერმენია?
- დიახ, ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია.სემი ყოველთვის მზადყოფნაშია.
- ხედირა ყველა მწვრთნელის დროს სასტარტოში თამაშობდა, თუმცა მას მუდამ აკრიტიკებენ...
- ალბათ, აღნიშნული დამრიგებლები გიჟები არიან.
- მადრიდს ფორვარდი სჭირდება?
- არა.ჩვენ არ ვაპირებთ შემადგენლობის განახლებას.
- ბენზემა თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს?
- დიახ.„ბარსასთან“ მატჩის დიდი პოზტივი მოიტანა.
- „ბერნაბეუ“ ბენზემას უსტვენს, თუმცა ტაშს უკრავს „იუვეს“ ფორვარდ ლორენტეს.ამაზე რას იტყვით?
- ვფიქრობ, ქომაგები მის თვისებას უსტვენენ და არა გარჯას.
- არ გეშინიათ გახდეთ მწვრთნელი, რომლის დროსაც კასილიასმა დატოვა გუნდი?
- რა თქმა უნდა, მეშინია.იმედი მაქვს, ეს არ მოხდება.ის ჩვენი კაპიტანია.
- და რატომ დარჩა?
- ალბათ, იმიტომ რომ მეათე თასის აღმართვა სურს.
- განაცხადეთ, რომ მზად ხართ მასთან ამ თემაზე სასაუბროდ...
- ბუნებრივია.ჩემი ოფისის კარი ღიაა, თუმცა იკერი არ მოსულა.
- ყველაზე მეტად რამ აგიშალათ ნერვები?
- არაფერმა.გავრცელებულ ჭორებს, ბეილის ტრავმის შესახებაც არ უქმომედია ჩემზე.
- შეაფასეთ „რეალის“ კოლექტივი...
- ერთ-ერთი საუკეთესო.
- რა უფრო ადვილია, მოწევის გადადგება, თუ მეათეს მოგება?
- მეათეს მოგება.
- როგორ მოგწონთ „სიბელესის“ მოედანი?
- ჯერ არ ვყოფილვარ.იმედია, ამ ზაფხულს მომიწევს სტუმრობა.
- დაასახელეთ მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი...
- რონალდი, მესი და იბრაჰიმოვიჩი.ზლატანი არ გადმოვა, რამეთუ ძალიან კარგი კონტრაქტი აქვს პარიზულ გრანდთან.
- ზლატანთან გიკამათიათ?
- არასოდეს მქონია მასთან პრობლემა.ის ამბიციური ფეხბურთელია, რომელსაც ყოველთვის ყველაფრის მოგება უნდა.ნამდვილი პროფესიონალია.მომწონს ასეთი კალიბრის მოთამაშეები.
- გასახდელში ფეხბურთელებს უყვირით? ლანძღავთ მათ?
- საკმაოდ ხშირად.ბოლოს ასეთი შემთხვევა გასულ შაბათს დაფიქსირდა.
- კარგად გძინავთ?
- ეს გამომდინარეობს ვალდებულებებისგან.
- რონალდუ საუკეთესო შეგირდია თქვენს კარიერაში?
- ის ყველაზე განმსაზღვრელია.
- რას იტყვით ადგილობრივ პრესაზე?
- ისინი სხვა ქვეყნის პრესისგან განსხვავდებიან, თუმცა ყოველთვის მშვიდად ვგრძნობდი თავს, ყველა ქვეყანაში.
- საუკეთესო მოთამაშე, რომელთანაც გითამაშიათ?
- მარკო ვან ბასტენი.
- რომელი პრეზიდენტი წარმოადგენს სირთულეს, პერესი თუ ბერლუსკონი?
- ფლორენტინოსთან უპრობლემოდ ვარ.რაც შეეხება სილვიოს, მასთან ხშირი ურთიერთობა არ მქონდა.
merengues.ru
- 30 ოქტომბერი 2013
- 5 383
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.