კარლო: "ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის როგორ ვთამაშობთ"
პრიმერა დივიზიონის მე-11 ტურის მატჩამდე (სევილიასთან), კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.
ბლატერის სიტყვები: "ვიცი, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა წერილი გააგზავნა ფიფაში.ჟოზეფის განცხადება, პროფესიონალი ფეხბურთელის უპატივცემულობაა."
კრიშტიანუსთან საუბარი: "ზემოდხსენებულ თემასთან დაკავშირებით არა.მან ისეთივე ტემპით ივარჯიშა დღეს, როგორც ყოველთვის.კრიშტიანუ ნამდვილი პროფესიონალია და პატივს სცემს ყველას.მისი ერთადერთი ამოცანაა, ჩვეულ სტილში მუშაობის გაგრძელება.ვფიქრობ, მთელმა მსოფლიომ იცის პორტუგალიელის პოტენციალის შესახებ."
რამოსი საყრდენად: "ამგვარი გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბმა თამაშის დღეს მივიღეთ.რა თქმა უნდა, ფეხბურთელთან ერთად."
ჩაბი ალონსო: "ბასკი სრულ მზადყოფნაშია.შეხვედრას სათადარიგოდან დაიწყებს და შევეცდები, შემდეგ ჩავრთო თამაშში.ახლა მთავარია, მისი თავდაჯერებულობა."
ტაქტიკის შეცვლა: "ბუნებრივია, ჩაბის დაბრუნებით ჩვენი სტილი არ შეიცვლება.მისი გამოცდილება გუნდს ძალიან წაადგება."
სევილია: "ანდალუსიური გუნდი კარგად არის ორგანიზებული.ისინი ბოლო ხუთ დაპირისპირებაში დაუმარცხებელნი არიან.პირველივე წუთებიდან შევეცდებით ინტენსიურ თამაშს."
ბეილი ცხრიანზე: "ელ კლასიკოში გარეთი და ანხელი პოზიციებს ხშირად ცვლიდნენ.ვფიქრობ, მისი ბუნებრივი პოზიცია გახლავთ მარჯვენა გარემარბობა."
სასტარტო სევილიასთან: "მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კარიმი ითამაშებს საწყისი წუთებიდან."
როდის ვიხილავთ კარლოს მადრიდს: "ვფიქრობ, ამასთან ძალიან ახლოს ვართ, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება მიჭირს."ბარსელონასთან" მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩავატარეთ, "სევილიასთან "კი, ვეცდებით მთელი მატჩი ასე ვითამაშოთ."
ჩაბი და ილიარა ერთად: "ასიერმა დიდებულად ითამაშა ბარსელონაში.მისი და ალონსოს სათამაშო სტილი, თითქმის იდენტურია.ვგონებ, ჩაბი დაეხმარება მას პროგრესირებაში, თუმცა მათი ერთად თამაში, 4-3-3 წყობის დროს, შეუძლებელია."
ჩაბი ნაკრებში: "ვგონებ, ფეხბურთელმა ტრავმისგან გამოწვეული ბნელი დღეები გადააგორა და ახლა მას სჭირდება სათამაშო პრაქტიკა.ვფიქრობ, ნაკრები კარგი იქნება მისთვის."
ქომაგები გუნდის სტილზე: "მათთვის გაუგებარია ჩვენი სტილის შესახებ, რამეთუ ზოგჯერ ვერ ვთამაშობთ კარგ ფეხბურთს.კრიტიკა კარგია, მაგრამ მხოლოდ ჯანსაღი.ჩემი აზრით, გუნდის სტილი ნათელია."
როტაცია: "გამომდინარე იქედან, რომ წინ ბევრი თამაშია და ჩვენ ყველას მოგება გვსურს, როტაცია აუცილებელია."
ალვესის სიტყვები (ამ უკანაკნელმა განაცხადა, რომ მათი მთავარი მეტოქე ატლეტიკოა): "არ ვფიქრობ, რომ ეს უპატივცემულობაა ჩვენდამი.ისინი აღნიშნულ ფაქტს მოტივაციისათვის იყენებენ."
ბარსას ქულები: "სიმართლეა, რომ 6 ქულა არ არის პატარა ჰანდიკაპი, თუმცა სეზონი საკმაოდ გრძელია."
ისკო: "ისკომ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ მთავარი პრობლემა იმაში გახლდათ, რომ არდადეგები არ ჰქონდა და გადაიღალა.ახლა მშვენივრად გრძნობს თავს."
as.com
- 29 ოქტომბერი 2013
- 3 032
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.