მოურინიო ჩაბის ელოდება
მადრიდელების ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, ბასკი ნახევარმცველის შესაძლებლობებითაა დაინტერესებული.
მოგეხსენებათ, ალონსოს მოქმედი კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება.ჯერჯერობით ოფიციალური მადრიდი მისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ შესაძლებელი ჩაბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს.
კლუბის დატოვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მოურინიო არავის დაუთმობს ესპანელ ნახევარმცველს.ალბათ გახსოვთ, „განსაკუთრებულის“ მადრიდულ ეპოქაში, ალონსოს განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
ცნობისთვის, ჩაბის კიდევ არა ერთი კლუბი აკვირდება.ვფიქრობ, გადწყვეტილება მისი მომავლის შესახებ მას შემდეგ მიიღება, რაც ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ მწვანე მინდორს დაუბრუნდება და ანჩელოტი რეალურად გამოცდის თავის ტაქტიკაში.
marca.com
- 29 ოქტომბერი 2013
- 2 341
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.