„ანჩელოტიმ და უნდიანომ „რეალს“ წააგებინეს“
საფეხბურთო ექსპერტი ალფრედო რელანო, განვლილ „ელ კლასიკოს“ გამოეხმაურა.
„ჩემი აზრით, კარლო ანჩელოტიმ უნდიანო მალენკოსთან ერთად, „რეალს“ წააგებინა.სამეფო კლუბის მწვრთნელმა საკმაოდ უცნაური ტაქტიკა შეარჩია „ელ კლაიკოსთვის,“ რომელშიც ბეილი „ცხრიანზე“ თამაშობდა, ხოლო რამოსი საყრდენზე.ჯერ კიდევ მატჩამდე ვალდანომ საავტორო გადაცემაში აღნიშნა, რომ უელსელი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, უძლური იყო ეთამაშა ფლანგზე, სადაც დიდი დატვირთვა მოდის ფეხბურთელზე.შესაბამისად, ეს გაითვალისწინა კარლომ და ახალწვეულს ცენტ ფორვარდობა დაავალა.საინტერესოა, რად უნდოდა დამრიგებელს ასეთი ბეილი სასტარტოში და თანაც თავდასხმელის ამპლუაში.სრულიად შესაძლებელი იყო, რომ „ბარსასთან“ პირველი წუთებიდან, ნომინალურ ფორვარდს დაეწყო თამაში.
ასევე, გაოცებას იწვევს რამოსის სათამაშო პოზიციაც.ვფიქრობ, ანჩელოტის გულიანად შეეშინდა კატალონიელების შეტევითი პოტენციალის და ამიტომაც გამოიყვანა ყველა ცენტრალური მცველი მოედანზე.ეს, ალბათ, იტალიური ფეხბურთის ზეგვალენა იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი „ბარსელონა,“ ძველებურად სახიფათო აღარ არის.მათდა სასიხარულოდ, სასურველ კონდიციებში ჩადგა ინიესტა და ნეიმარმაც შესანიშნავა თამაში ჩაატარა, რასაც ვერ ვიტყვით, მესიზე, რომელსაც ერთი მომენტის გარდა, ღირებული არაფერი შეუქმნია.არგენტინელი დროდადრო იკარგებოდა მწვანე მინდორზე.
მადრიდელებმა მეორე ნახევარში წყობა შეცვალეს, რამაც ინიციატივის ხელში ჩაგდება მოიტანა.ვიქტორ ვალდესის გმირულმა თამაშმა და უნდიანო მალენკოს უხეშმა შეცდომამ, ტაბლოზე მასპინძლებისთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირა.
ალექსის გოლი გადამწყვეტი გამოდგა შეხვედრაში.მართალია, ხესემ მატჩის მიწურულს გაიტანა, თუმცა უკვე გვიანი იყო.აქვე გეტყვით, რომ ხედირას დარტყმულის შემდეგ, ადრიანოს განზრახ არ უთამაშია ხელით და აქედან გამომდინარე, პენალტზე აპელირება უსაფუძვლოა.
„ელ კლასიკოდან“ გამოჩნდა, რომ ანჩელოტის ნამდვილად ჰყავს გუნდი, რომელსაც ბრძოლა შეუძლია.რაც შეეხებათ კატალონიელებს, ჩემი აზრით, ეს გუნდი დღითი-დღე შორდება გვარდიოლას იდეალურ „ბარსას.““
as.com
- 28 ოქტომბერი 2013
- 4 246
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.