დახმარების ხელი "ბარსელონას", ანჩელოტისგან
გუშინ გაიმართლა შეხვედრა ორ დომინანტ გუნდს შორის ევროპაში. მოკლედ რომ ვთქვათ "ელ კლასიკოში" გამარჯვება "ბარსელონას" დარჩა და ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება....
ეს იყო "მადრიდის რეალი", რომელმაც არ იცოდა რას აკეთებდა და რაც კიდევ უფრო სავალალოა არ იცოდა რა უნდოდა. ყველაფერ ამის ფონზე კი "ბარსელონა", რომელიც ზედმიწევნით ზუსტად და გააზრებულად მოქმედებდა, მათ იცოდნენ თავიანთი დანიშნულება და გეგმა.
გუშინ ნათლად გამოჩნდა, რომ კარლოს ნათლად არ ჰქონდა გაცნობიერებული თუ რა დონის და რანკის შეხვედრაში გამოდიოდა, რასაც ცნობილი კომენტატორებიც კი აღნიშნავდნენ ნამატჩევს. აჩნელოტის გეგმამ სრული ფიასკო განიცადა. "რეალის" თავკაცმა განიძრახა რა დაეყენებინა სერხიო რამოსი ჩამშლელის პოზიციაზე იმის მიუხედავად, რომ ეს ესპანელისთვის სრულიად უცხო და შეუფერებელი პოზიცია იყო. ამას დამატებული გარეტ ბეილის პოზიცია, რომელიც ასევე უცხო და შეუფერებელი იყო მისთვის, ვგულისხმობ ფორვარდის პოზიციას.
დღესდღეობით ბეილი არის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომელმაც აშკარად ვერ გაუძლო ზეწოლას და თამაში ჩააგდო.
P.S.
მინდა ერთ ძალიან ყურადსაღებ თემაზე გავამახვილო თქვენი ყურადღება მადრიდისტებო. ბოლო რამდენიმე წელია, რაც რეალი უამრავ მწვრთნელს იცვლის და მათშიც საკმაოდ დიდ თანხას იხდის, მაგრამ უშედეგოდ. ნუთუ ეს ასეთი ძნელი მისახვედრია ჩვენი ყოვლისშემძლე პრეზიდენტისთვის ის ფაქტი, რომ მწვრთნელი, რომელსაც არასდროს არ ჰქონია შეხება "რეალთან" და მის საფეხბურთო ფილოსოფიასთან ვერ გააამართლებს, რაც არ უნდა პროფესიონალი და "განსაკუთრებული" არ უნდა იყოს ის. "ელ კლასიკო" ეს ის ფენომენია, რომლის გაგება, აღქმა და გათავისება ყველას არ შეუძლია. შენ უნდა გაიზარდო მადრიდში, უნდა ჩამოყალიბდე მადრიდში, რომ შემდეგ წარმატებას მიაღწიო მადრიდში და ეს ყველაზე კარგად მადრიდისტების ყველაზე სანატრელმა ფიგურამ დელ ბოსკემ დაანახა ყველას. რა გასაკვირია, რომ უცხოეთიდან მოყვანილი "ძვირიანი" მწვრთნელები ყოველთვის კრახს განიცდიან "კლასიკოებში". ბოლოს კიდე მინდა მივულოცო ბარსელონას და მის გულშემატკივრებს გამარჯვება.
- 27 ოქტომბერი 2013
- 4 760
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.