"მადრიდის რეალის" ვებ-გვერდი არ დანიშნულ პენალტზე წერს
Realmadrid.com-ის მთავარ გვერდზე გუშინდელ შეხვედრაში დაფიქსირებულ უსამართლო შედეგზე საუბრობენ.
რამოსის, ანჩელიტის და ბუტრაგენიოს განცხადებების შემდეგ, "მადრიდის რეალის" ოიციალურ ვეგ-გვერდზე მთავარ სიახლედ გუშინდელ შეხვედრაში დაფიქსირებული უსამართლო შედეგია გამოტანილი.
"შედეგი უსამართლოა, ორი რეალური თერთმეტმეტრიანი დარტყმა არ დაინიშნა"-იტყობინება "სამეფო კლუბის" ვებ-გვერდი.
თამაშის მიმოხილვაში ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ "მადრიდის რეალი" უფრო მეტს იმსახურებდა და ორ ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას. როცა ადრიანომ ხელბურთის თამაშს მიჰყო ხელი თავის საჯარიმოში და ხელით მიუგორა ბურთი ვალდესს თამაშის 43-ე წუთზე და მეორე, როცა მასკერანომ კრიშტიანო რონალდუ უბრალოდ მარტივად რომ ვთქვათ ხელის კვრით გვერდით მოისროლა თამაშის 70-ე წუთზე.
- 27 ოქტომბერი 2013
- 3 730
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.