ანჩელოტი: ''პენალტი მთელმა მსოფლიომ დაინახა მალენკოს გარდა''
კარლო ანჩელოტიმ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
''მე არ მომეწონა ჩემი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში პირველ ნახევარში, თუმცა შესვენების შემდეგ აშკარად მოვუმატეთ. ვფქირობ, მეორე ნახევარი კარგი გამოვიდა. ბურთს და მთლიან თამაშსაც ვაკონტროლებდით და რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც გვქონდა. ჩემი აზრით, მსაჯმა აშკარა პენალტი არ დანიშნა, რადგან მაშკერანომ ნამდვილად დაარღვია რონალდოს წინააღმდეგ თამაშის წესები, მალენკოს გარდა ეს ყველამ შენიშნა. ''
ანჩელოტის ტაქტიკასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებების გაკეტება მოუწია
''ჩემი მიზანი იყო ნახევარმცველებს ბურთზე კონტროლი დაეწესებინათ. ''იუვესთან'' მატჩის შემდეგ, ილარამ მცირე ტრამვა მიიღო, ამიტომაც არ გავრისკე და 90 წუთი არ ვათამაშე დღეს. შემდეგ ველაპარაკე რამოსს, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ეთამაშა მოედნის ცენტრში. ვფიქრობ, მან კარგად ითამაშა''
''ბეილი ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესშია. მას თანაგუნდელებთან შეთამაშება აკლია, რაც ვფიქრობ რომ ნორმალურია. მან საკმაოდ ნორმალურად ითამაშა. მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ფლანგებზე, ისევე როგორც, შუაში თამაში. თავიდან მას ბუსკეტსის შევიწროება ევალებოდა, თუმცა 20 წუთის გასვლის შემდეგ, პოზიცია შევუცვალე და ვენგერად გადავიყვანე. ''
იტალიელი არ ფიქრობს, რომ შემადგენლობა დაცვითი იყო
''არ ვფიქრობ, რომ სამი ჩამშლელით ვითამაშეთ, რადგან მოდრიჩი უფრო შემტევია. ხედირას და რამოსს კი მეტოქეთა განეიტრალება ევალებოდათ. კარვახალი და მარსელო შემტევი ფეხბურთელების ფუნქციას ასრულებდნენ, დი მარია და რონალდო კი ფორვარდის პოზიციაზე იყვნენ. არც კატალონიელებს უთამაშიათ ჩვენზე მეტი თავდამსხმელით, მათ მხოლოდ მესი და ნეიმარი ჰყავდათ მოედანზე. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ კარგი გამოცდილება მივიღე, ეს იყო ჩემი პირველი ელ კლასიკო. ეს იყო უდიდესი გუნდების დაპირისპირება ფანტასტიკის სფეროდან. ''
ადრიანოს ხელით თამაში ...
''ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ძალიან რთული დასანახი იყო იმ მომენტში ბრაზილიელმა ხელით ითამაშა თუ არა. თერთმეტმეტრიანი რომ დანიშნულიყო აბსოლიტურად სხვა თამაში წავიდოდა. ''
მსაჯის შეცდომებით მიღებული ზარალი და სარგებელი
''განვმეორდები, რომ პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, რადგან ფეხბურთელები ნერვიულობდნენ, მეორეში კი - ჩვენ ვაკონტროლებდით მატჩს. არ მსურს მსაჯების ქმედებებზე საუბარი. იგივე შემიძლია გითხრათ კიელინის ეპიზოდზეც. ''
Realmadrid.Com
- 27 ოქტომბერი 2013
- 3 921
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.