უნდიანო „კულე“ მალენკო
დღეს, საფეხბურთო ქომაგებმა, მიმდინარე სეზონის პირველი „ელ კლასიკოს“ ვიხილეთ, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გააფუჭა.
უკვე მივეჩვიეთ, მადრიდულ-კატალონიურ ჯახებში მსაჯების არასამართლიან გადაწყვეტილებებს, თუმცა უნდიანო მალენკოს განვლილი ქმედებები, ყოველგვარ საზღვრებს სცდება.ალბათ, გახსოვთ, ბოლო „კლასიკოებში“ „ბარსელონას“ მცველები ხერბურთელების რანგში რომ გვევლინებოდნენ და დღეს, ეს ტრადიცია არც ადრიანომ დაარღვია, რომელმაც პირველ ნახევარში, ხედირას დარტყმის შემდეგ, ხელით მიუგორა ბურთი ვალდესს.
ალბათ, ბევრი „კულე“ რეფერის გადაწყვეტილებას იმით ახსნის, რომ ბრაზილიელ განაპირა დამცველის ხელი ბურთმა მონახა და იქ არანაირი განზრახვა ყოფილა, თუმცა მეტად საინტერესოა, რა ახსნას მოუძებნიან მეორე ტაიმის ყველაზე სკანდალურ ეპიზოდს, როდესაც მეტოქის საჯარიმოში შევარდნილი რონალდუი, თავისმა ვიზავიმ, ამ შემთხვევაში მაშერანომ, ხელის ჯიკებით ჩამოაშორა ბურთს.ვგონებ, აღნიშნულ მომენტში ყველაზე ოპტიმისტ კატალონიელსაც ეგონა, რომ მსაჯი თერთმეტ მეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითებდა, თუმცა ამაოდ.
ამას ემატება რიგი ეპიზოდები, რომელშიც მალენკომ აშკარად მასპინძლების მხარე დაიჭირა.
ბუნებრივია, ნებისმიერი გუნდის ქომაგისთვის პრინციპული თამაში წაგება რთულია, მაგრამ როდესაც ეს მსაჯების არაობიეტურობისა და არასამართლიანი გადაწყვეტილებების გამო ხდება, ორმაგად გამაღიზიანებელია.
თამამად ვიტყვი, რომ მარტინომს შეგირდებმა მორიგი უღირსი გამარჯვება მოიპოვეს „ელ კლასიკოში.“
- 26 ოქტომბერი 2013
- 8 456
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.