"რეალი" ფაბრეგასისთვის ბრძოლაში ჩაერთო
მადრიდის "რეალი" ყველა ღონეს იხმარს, რათა წაართვას "ბარსელონას" სესკ ფაბრეგასი.
გამომცემლობა As-ის ცნობით, "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა სანდრო როსელმა წინასწარი მოლაპარაკებები გამართა "არსენალთან" ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით მომავალი სეზონისთვის. აღსანიშნავია, რომ სესკსა და ვენგერს შორის ხელშეკრულებაა, რომლის პირობითაც ესპანელ ნახევარმცველს შეუძლია ლონდონური კლუის დატოვება 2010 წლის 30 ივნისის შემდეგ.
"რეალი" ამავდროულად აწარმოებს მოლაპარაკებებს Adidas-თან, მაგრამ სესკს ისე განიხილავს, როგორც რეკლამების გაზრდის საშუალებას. ფაბრეგასი Nike-ს ერთ–ერთი სახეა. "სამეფო კლუბს" რომ რეკლამებიდანაც სურს ფულის მიღება ეს არავისთვისაა დასამალი. ამავდროულად როსელი ითვლება Nike-ს ყოფილ აღმასრულებელ დირექტორად. სწორედ ის მონაწილეობდა 2003 წელს რონალდინიოს ტრანსფერში.
"რეალი" მზადაა იბრძოლოს ესპანელი ტალანტისათვის, მაგრამ 60 მილიონი, რომელიც "არსენალმა" დაასახელა მადრიდელები დააფიქრა.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 17 ნოემბერი 2009
- 3 196
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.