სერხიო რამოსს "ჩელსის" სკაუტები აკვირდებოდნენ
შაბათს ესპანეთსა და არგენტინას შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში სკაუტები ესპანელ ფეხბურთელებს აკვირდებოდნენ. სერხიო რამოსს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ.
თუ დავიდ სილვას ალექს ფერგიუსონის თანაშემწეები აკვირდებოდნენ, სერხიო რამოსს რომან აბრამოვიჩის მიერ გაგზავნილი სკაუტები აკვირდებოდნენ აქტიურად. "ჩელსის" ძალიან სურს ანდალუსიელი მცველის შეძენა.
ლონდონურ კლუბში იმედს არ კარგავენ, რომ რამოსის ტრანსფერს განახორციელებენ. ესპანელ მარჯვენა მცველს "რეალთან" კონტრაქტი 2012 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
ვილია, მეორე ობიექტი
სერხიო რამოსთან ერთად "ჩელსის" სკაუტები "ვალენსიას" ფორვარდ დავიდ ვილიასაც აკვირდებოდნენ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვილიას არ სურს ესპანეთის დატოვება. შეიძლება ეს ტრანსფერი იმიტომ განხორციელდეს, რომ ლონდონელები ფეხბურთელში 50 მლნ. ევროს იხდიან, ხოლო "ვალენსია" ფინანსურ კრიზისშია და პრეზიდენტი ალბათ დათანხმდება ტრანსფერს.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 17 ნოემბერი 2009
- 2 317
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.