პარალიზებული მსოფლიო
ხვალ საფეხბურთო მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი მოვლენა გაიმართება.
შაბათ საღამოს მსოფლიოს 50 ქვეყნის მაყურებელი თვალს მიადევნებს "მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას "კამპ ნოუზე. როგორც 'Mediapro' (კომპანია, რომელიც ფლობს ექსკლუზიურ უფლებას გაყიდოს ესპანეთის შიდა ჩემპიონატის ტრანსლაციები) წინასწარი გათვლებით იუწყება, მაყურებელთა საერთო რაოდენობა მიაღწევს 400 მლნ.-ს. პირდაპირი ეთერი გადაიცემა, როგორც HD ხარისხით, ასევე 3D ფორმატში, ასე რომ , შესაბამისი ტექნიკის მქონე გულშემატკივრებს, შეუძლიან დატკბენ ხვალინდელი სანახაობით.
აღნიშნული შეხვედრა სტარტს როცა აიღებს სტარტს, ესპანეთში იქნება 18:00 სთ. მაიამიში (ა.შ.შ) დილის 11 სთ. და ბანგკოგში (ტაილანდი) ღამის 11 სთ. თითოეული ეს დრო მოსახერხებელი იქნება დროის სხვადასხვა სარტყელზე მდებარე ქვეყნის მოსახლეობისთის. მატჩის გაშუქებაზე იმუშავებენ 300-მდე სპეციალისტი, 36 კამერა, რომლებიც ეცდებიან, რომ არცერთი დეტალი არ გამორჩეს მაყურებელს. თამაშზე იქნებიან ფაბიო კაპელო (Fox Italia), პაკო ბუიო და ჩაპი ფერერი (Al Jazeera Sport), ჯიკა კრაიოვენი (Digisport) ან სონი ანდერსონი და ლუის ფერნანდესი (Bein Sport France). ეს ადამიანები შეხვედრის განმავლობაში ნებისმიერ შეჯახებას დეტალურად განიხილავენ და გაანალიზებენ.
- 25 ოქტომბერი 2013
- 3 825
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.