„ახალი“ ფალკაო
მადრიდის „რეალის“ აკადემიაში, გასული წლის ზამთრიდან, ერთი გამორჩეული ფორვარდი გამოდის.
18 წლის ხუანხო ნარვაესი, კოლუმბიის ჩემპიონატიდან სამეფო კლუბში მოხვდა.მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 10 მატჩში 15 გოლი ირიცხება.ახალგაზრდა გოლეადორის დებიუტი „კასტილიის“ რიგებში, მხოლოდ გასულ კვირას შედგა.
ნარვაესი 1 წლის განმავლობაში „რეალ მადრიდ ც“-ს ღირსებას იცავდა, თუმცა ის ამავდროულად ეხმარება „ხუვენილ ა“-საც, რომელიც „უეფას“ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს და სწორედ კოლუმბიელის წყალობით, საკმაოდ ეფექტურადაც.ალბათ, წაიკითხავდით, რომ მადრიდელმა ბავშვებმა ტურინელი თანატოლები 6-2 დაამარცხეს და ამ ყველაფერმა ხუანხოს პოკერის ფონზე ჩაიარა.მიმდინარე ტურნირზე, ნარვაესი ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორია 5 ბურთით.
რა თქმა უნდა, მისი ოცნება ერთ მშვენიერ დღეს „ბლანკოსის“ გუნდში გამოსვლაა: „ჩემი პროგრესი წარმატებით მიმდინარეობს.დასახულ მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ“ - აღნიშნა წინახაზელმა.
ცნობისთვის, სამხრეთ ამერიკაში ხუანხოს რადამელ ფალკაოს ადარებენ.გარკვეული საფეხბურთო ასპექტებით, ის მართლაც წააგავს თანამემამულეს.მეტიც, გოლის აღნიშვნისას მიხვდებით, რომ ის პატარა ფალკაოა.
marca.com
- 25 ოქტომბერი 2013
- 2 798
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.