"რეალს" ლუკაკუს ტრანსფერში "მილანიც" შეეცილება
მადრიდის "რეალი" დიდი ხანია დაინტერესებულია "ანდერლეხტის" 16 წლის ფეხბურთელ ლუკაკუს შეძენით. მადრიდელებს კი უკვე "მილანიც" შეუერთდა. ადრიანო გალიანი აპირებს ბრძოლას ახალაგზრდა ფეხბურთელისთვის.
თავდამსხმელი მხოლოდ 16 წლისაა და "ანდერლხეტში" ჩატარებულ 14 მატჩში შვიდი გოლის გატანა მოახერხა. ეს ფეხბურთელი საუკეთესოა ბელგიურ ფეხბურთში ბოლო ათი წლის განმავლობაში.
ლუკაკუს უკვე ადარებენ "ჩელსის" ფორვარდ დიდიე დროგბას. ახალგაზრდა ფეხბურთელი, ისევე როგორც დროგბა ფიზიკურად ძლიერები და ტექნიკურები არიან.
"ანდერლეხტს" ეშინია არ დაკარგოს ამომავალი ვარსკვლავი. ლუკაკუს კონტრაქტი ბელგიურ კლუბთან 2012 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ასე, რომ კიდევ ორი წელი მოუწევს დარჩენა ნიჭიერ ფეხბურთელს ბელგიურ კლუბში.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 17 ნოემბერი 2009
- 1 884
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.