გროსო : „რეალმა იუვე სისწრაფის ხარჯზე დაჩაგრა“
ფაბიო გროსოს განცხადებით გუშინდელ შეხვედრაში მადრიდის რეალი არაფრით ჯობდა ტურინის იუვენტუსს გარდა ერთი ასპექტისა, რაც ფეხბურთში ძალიან ფასობს და რასაც სისწრაფე და ტემპი ჰქვია...
„მატჩის სტარტში გუნდებს არაფერი ეტყობოდათ, მაგრამ პირველი ნახევრის მიწურულს კონტერ შეგირდებს უკვე ეტყობოდათ, რომ ძალიან დაღლილები იყვნენ, ეს იყო მართლაც ისეთი შეხვედრა, როდესაც ფეხბურთელები მაქსიმუმს აკეთებენ და დიდ ენერგიას ხარჯავენ, იტალიელები ფიზიკური თვალსაზრისით გაცილებით უკეთ უნდა მომზადებულიყვნენ.“
„ყველას გაუკვირდა მოედნიდან ანდრეა პირლოს გაყვანა, რომელიც მოედანზე ბურთს ანაწილებდა, მაგრამ ჩემი თანამემამულე უკვე ასაკშია და მას უმაღლესი დონის შეხვედრების 90 წუთი ჩატარება უჭირს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მიიღო ანტონიომ ანდრეას გაყვანის გადაწყვეტილება და თამაშში დასვენებული ფეხბურთელის ჩართვა.“
„შეხვერა გუნდებმა თანაბრად ჩაატარეს, მაგრამ მადრიდის რეალს ეტყობოდა, რომ ახალგაზრდული გუნდია და ნებისმიერ დროს შეუძლია ტემპის მომატება, ესპანელებმა სწორედ სისწრაფის ხარჯზე მოახერხეს გამარჯვება.“
- 24 ოქტომბერი 2013
- 2 505
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.