ეზიკელ გარაი: მსურს ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში
მადრიდის რეალის ახალგაზრდა მცველმა, ეზიკელ გარაიმ, ჟურნალისტების რამდენიმე კითხვას გასცა პასუხი...
როგორ მიდის თქვენი საქმეები ,,ბლანკოსში"?
ძალიან კარგად, მე ყოველდღე ვაუმჯობესებ ჩემს კონდიციას და ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგად გამომდის.
თქვენი მომავალი მეტოქე სანტანდერის რასინგია, რომელშიც თქვენ თამაშობდით...
დიახ, მე რასინგში ვთამაშობდი და სწორედ იმ კლუბში გამოვჩდნი ევროპულ ასპარეზზე და სწორედ სანტანდერში თამაშის დროს მივიპყარი სამეფო კლუბის ყურადღება.
გაგიჭირდებათ მათ წინააღმდეგ თამაში?
რა თქმა უნდა არც ისე სასიამოვნოა, როდესაც შენი ყოფილი კლუბის ფეხბურთელების წინააღმდეგ გიწევს თამაში მაგრამ მე მადრიდის რეალის ფეხბურთელი ვარ და თუ მომეცემა შანსი თავს არ დავზოგავ და ყველაფერს გავაკეთებ რაც შემეძლება.
რეალში დიდი კონკურენციაა, არ გეშინიათ?
არა , ნამდვილად არ მეშინია, ჯერ ახალგაზრდა ვარ და უამრავი რამ მაქვს დასამტკიცებელი, მე მსურს თამაში ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, იმედია მწვრთნელი მიხმობს თავისთან და მომანიჭებს იმ ბედნიერებას რასაც ნაკრების შემადგენლობაში ყოფნა ჰქვია.
რაულ ალბიოლი, კრისტოფ მეტცელდერი, პეპე , მართლაც შთამბეჭდავი გვარებია...
დიახ. ისინი შთამბეჭდავად აგორებენ ბურთს და მე ბედნიერი ვარ , რომ სწორედ მათ გვერძე მიწევს თამაში და სწორედ ისინი არიან ჩემი ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის მთავარი კონკურენტები.
რას იტყვით მოახლოვებულ "კლასიკოზე"?
ბარსელონა ძალიან ძლიერი გუნდია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია , ჩვენ ვიქნებით ფრთხილად მაგრამ ვეცდებით ნოუ კამპი გამარჯვებულებმა დავტოვოთ, თუმცა ამასე საუბარი ჯერ ადრეა, კატალონიამდე რეალს 2 ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი.
თქვენი აზრით მოგეცემათ ბარსელონას წინააღმდეგ თამაში საშუალება?
ამას მე არ ვწყვეტ, ამას წყვეტს მთავარი მწვრთნელი, რომელმაც თითოეული ფეხბურთელის სათამაშო ფორმა ძალიან კარგად იცის. პელეგრინი ბარსელონასთან იმ დროისთვის საუკეთესო 11 ფეხბურთელს ათამაშებს, ამაში სრულებით ვარ დარწმუნებული.
- 17 ნოემბერი 2009
- 1 509
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.