ანჩელოტი რეალის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებს
იტალიელი სპეციალისტი "სამეფო კლუბის" შემდეგ, სხვა კლუბში მუშაობას აღარ აპირებს.
მართალია, მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელ, კარლო ანჩელოტის კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ იტალიელი სპეციალისტი უკვე კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა.
ამის მიზეზად კი კარლოს სწორედ "სამეფო კლუბი" მოჰყავს.
"ხშირად მეკითხებიან, რას ვიზამ რეალში მუშაობის დასრულების შემდეგ, მილანს დავუბრუნდები, რომას, თუ იტალიის ეროვნულ ნაკრებს ავიყვან? გაგიკვირდებათ და, ამაზე მეც მიფიქრია და იმ დასკვნამდე მივედი, რომ მადრიდიდან წასვლის შემდეგ კარიერა უნდა დავასრულო. ეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, ანუ მე მაქსიმუმს მივაღწიე და არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი,"-განაცხადა კარლომ.
- 19 ოქტომბერი 2013
- 1 991
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.