პეპე ბრძოლისთვის მზადაა
მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა პეპემ განაცხადა, რომ პორტუგალიის ნაკრებს ოთხშაბათს ელის მეტად მნიშვნელოვანი მატჩი ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში გადაწყდება მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელის ვინაობა.
"ვიცით, რომ თუ გოლს გავიტანთ ეს ორმაგად სასიხარულო იქნება. შემდეგ ბოსნიელებმა აუცილებლად სამი გოლი უნდა გაიტანონ ჩვენს კარში, რაც ძალიან რთული ამოცანა იქნება მათთვის. ჩვენ გვჭირდება ამ მატჩისთვის განსაკუთრებული მიდგომა. არ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება. კარლოს კეირუში სწორედ ამისთვის გვამზადებს" – განაცხადა პეპემ.
რიკარდო კარვალიოს თქმით, ისინი არ აპირებენ დაცვითი ფეხბურთის თამაშს. "ბოსნია აუცილებლად შეუტევს და ეს ჩვენს სასარგებლოდ იმოქმედებს. გვექნება გახსნილი ზონები, რაც მოგვცემს გოლის გატანის უამრავ შანსს. თუ გავიტანეთ, დარწმუნებული ვარ ძალიან გაუჭირდებათ ბოსნიელ ფეხბურთელებს" – განაცხადა "ჩელსის" მცველმა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელებმა შაბათს პირველ მატჩში ლისაბონში დაამარცხეს ბოსნიელები მინიმალური ანგარიშით 1:0. განმეორებით მატჩი ოთხშაბათს გაიმართება.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 16 ნოემბერი 2009
- 1 935
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.