გალიარდო: "ინგლისური კლუბი მზად არის ბენზემაში 40-45 მლნ ევრო გადაიხადოს"
ბენზემას აგენტის კომენტარი Punto Pelota-სთან.
"მომავალ კვირას, "ელ კლასიკოს" შემდეგ მე, ჩემი და ერთ-ერთი ინგლისური კლუბის წარმომადგენლები შეხვედრას გავმართავთ, სადაც კარიმ ბენზემას მომავალზე ვიმსჯელებთ. ამ საუბრის შემდეგ, კლუბის წარმომადგენლები ინგლისიდან მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას დაუკავშირდებიან, კარიმის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე."
"მე არ შემიძლია ამ კლუბის დასახელება, მაგრამ ეს არის ინგლისის ყველაზე კარგი გუნდი. ისინი მზად არიან ბენზემაში 40-45 მილიონი ევრო გადაიხადონ. მათ სურთ, რომ ეს ტრანსფერი ზამთარში შედგეს, მაგრამ თუ "რეალმა" უარი თქვა, მაშინ ისინი მზად არიან ზაფხულს დაელოდონ", - განაცხადა ფრანსუა გალიარდომ.
- 19 ოქტომბერი 2013
- 2 187
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.