იერო ბეილზე, თავის ტრავმასა და ოქროს ბურთზე საუბრობს
ფერნანდო იერომ ჟურნალისტებთან გარეტ ბეილის ფიზიკურ მდგომარეობაზე, საკუთარ ტრავმასა და ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტებზე ისაუბრა.
''მას უჩვეულო პრე-სეზონი ჰქონდა, ფაქტიურად არც უვარჯიშია. დარწმუნებული ვარ ''რეალის'' მედიკოსები მას სრული გამოჯანმრთელების შემდეგ დააბრუნებენ. თუ იგი კლასიკოში ითამაშებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი 100 % - ით მზადაა.
მთელი ჩემი კარიერა ტრამვით განვლე. დისკი მქონდა გაღუნული, თუმცა შევძელი და 37 წლამდე ვითამაშე დიდი ფეხბურთი. მეგობრებთან ერთად ახლაც ხშირად ვერთობი და ვთამაშობ. ''
სამეფო კლუბის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთის პრეტენდენტებზეც ისაუბრა. '' ჩემი ნება, რომ იყოს რომელიმე ესპანელს გადავცემდი ოქროს ბურთს, რადგან ბოლო წლების განმავლობაში მათ ეს დაიმსახურეს. ფურია როხამ მოიგო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები, ამიტომაც ვთვლი, რომ ოქროს ბურთის ესპანელისთვის გადაცემა ეს ჩვენი ფეხბურთის დამსახურებული გამარჯვება იქნება. მესი, რონალდო თუ რიბერი ? ეს უკვე გემოვნების საკითხია. მოგეხსენებათ, ამას მწვრთნელები, ჟურნალისტები და ეროვნული ნაკრების კაპიტნები წყვეტენ. ''
- 17 ოქტომბერი 2013
- 3 197
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.