კარვახალი: "ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი რეალია"

დანიელ კარვახალის განცხადებით ჩემპიონთა ლიგას ერთი მთავარი ფავორიტი ჰყავს და ეს მადრიდის რეალია, რადგან ამ გუნდს ყველაზე მეტად სწყურია ამ ტიტულის მოგება და მისწრაფება ყველაზე დიდი აქვს...

„2002 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა. როგორიც ფეხბურთელები, ასევე ინჩასები დაგეშილნი არიან ამ ტიტულის მოგებაზე, ჩვენი საერთო მიზანი სწორედ ჩემპიონთა თასის აწევა გახლავთ.“

„ისეთი გუნდისთვის და კოლექტივისთვის, როგორიც რეალია 11 წელი ლიგის გარეშე ყოფნა ნამდვილი კატასტროფა გახლავთ.“

„კარლო ანჩელოტი ევროსარბიელზე ყოველთვის წარმატებული ადამიანი იყო, რად ღირს მილანი, რომელიც მის ხელში 2-ჯერ გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი, ხოლო სამჯერ ფინალისტი.“

„ოქტომბერში გასამართი შეხვედრები მეტისმეტად საპასუხისმგებლო იქნება, თუმცა მთავარი მაინც ბარსელონას დამარცხება გახლავთ, სუპერ კლასიკო ბევრ რამეს გადაწყვიტავს. არ ვფიქრობ, რომ წაგების შემთხვევაში პრიმერა დივიზიონის მოგების შანსს საბოლოოდ გავუშვებთ ხელიდან, რადგან მთელი სეზონი წინ არის, მაგრამ 8 ქულიანი ჰანდიკაპი არც ისე იოლი აღმოსაფხვრელი იქნება, აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ყურადღება გვმართებს.“

„მობილიზებული გუნდი გვყავს, რომელსაც შეუძლია დიდი მიზნებისთვის ბრძოლა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად კოლექტივი სავსეა პროფესიონალიზმით, ამას ემატება შემართება, რომელიც თითოეულ მადრიდელს აქვს.“

  • Hala
  • 16 ოქტომბერი 2013
  • 2 109
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)