ალონსო: „იმედია მალე დავბრუნდები“
მადრიდელმა ჟურნალისტებმა, Torre Espacio-ში (რიგით მე-4 ცათამბრჯენი ესპანეთში) გამართულ საჯარო ღონისძიებაზე, ჩაბი ალონსოს ყოფნით ისარგებლებს და რამდენიმე კითხვა დაუსვეს მას.
„დიდი იმედი მაქვს მალე დავბრუნდები.ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და ვფიქრობ, შორს არარის ის დღე, როდესაც კვლავ შევძლებ მოედანზე გასვლას, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება მიჭირს.ამას კარგად გაიგებენ ფეხბურთელები, რომლებიც ოდესმე დაშავებულან, რამეთუ ფორმის აღდგენის პერიოდი საკმაოდ მუხანათურია.ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ მოვლენების დაჩქარებას და ეტაპობრივად ვაკეთებთ ყველაფერს.“
„მოგეხსენებათ, ზაფხულში კონფედერაციის თასზე გამგზავრებისგან თავი შევიკავე და ოპერაციის ჩატარება ვარჩიე, რაც ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.ამის შემდეგ, პროგრესი მქონდა ფორმის აღდგენის პროცესში, თუმცა სამწუხაროდ, კვლავ ტრავმა მივიღე.“
„ამ მომენტისათვის ინდ.ვარჯიშებით ვარ დაკავებული.ვგონებ, უახლოეს პერიოდში მთავარ ჯგუფრს შევუერთდები და სრული დატვირთვით ვიმუშავებ.“
„როდესაც ბეილმა პირველი ნაბიჯები გადადგა პროფესიონალურ ფეხბურთში, მაშინ პრემიერ ლიგაში ვთამაშობდი.აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, ფეხბურთელი უდიდესი პროგრესი განიცადა.დარწმუნებული ვარ, მადრიდშიც გაგვაოცებს ჩინებული თამაშით.“
„განვლილ სატრანსფერი ფანჯარაზე, სამეფო კლუბმა კარგი შენაძენები გააკეთა.ისკო შეუდარებელია სივრცეებს შორის, ილიარა თანდათან აითვისებს ყველაფერს, ხოლო კარვახალმა იცის რას ითხოვს კლუბი მისგან.“
„ბუნებრივია, გარედან უფრო ადვილია ყველაფრის შეფასება.გუნდი არცთუ ისე სახარბიელოდ თამაშობს და ამას მეც განვიცდი, როგორც რიგითი ქომაგი.განაწყენებული ვარ იმით, რომ ბიჭებს ვერ ვეხმარები.“
„პირველი გამარჯვება სტამბოლში სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო.„იუვეს“ დამარცხებით კი, 1/8 ფინალის საგზურს გავინაღდებთ.კარგ თამაშს ველოდებით, გადავსებულ სტადიონზე, საკმაოდ კვალიფიციური მეტოქესთან.“
realmadrid.com
- 15 ოქტომბერი 2013
- 1 986
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.