პერესი: „კასილიასი არ წავა“
"მადრიდის რეალის" პრეზიდენტმა Punto Pelota-სთან ბევრ საინტერესი საკითხზე ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას.
ინფორმაცია გარეტ ბეილზე
შოკირებული ვარ. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან ძნელია ასეთი ამბების გაგება. მაინტერესებს, რატომ? განსაკუთრებით მაშინ, როცა მასში არანაირი სიმართლის ნატამალი არ არის. გაზეთი წერს, რომ მე ვიცოდი თითქოსდა ბეილს ტრავმა ქონდა და მასში მიუხედავად ამისა, ამდენი თანხა გადავიხადე. სრული იდიოტიზმია. მე ამ ამბის შესახებ შაბათს გავიგე და მაშინვე გადავამოწმე ინფორმაცია. ველაპარაკე, როგორც სამედიცინო დაწესებულების მთავარ ექიმს, ასევე ჩემს ბევრ ნაცნობსაც და ვერაფრით ვერ გავარკვიე, რა ჯანდაბად უნდოდა გაზეთს ზიანი მიეყენებინა "მადრიდის რეალისთვის" , ბეილისთვის და ჩემთვის."
"ჩვენ ვიძიებთ, თუ რატომ მოხდა ეს. ეს არ არის ნორმალური, ეს უსერიოზულესი შემთხვეაა. ის აზიანებს, როგორც ჩვენს სახეს, ასევე თავად ბეილისასაც. ეს არ არის შემთხვევითი, ამას თავისი მიზნები ქონდა და ჩვენ მას აუცილებლად დავადგენთ. გაგვიკვირდა, როცა მარკა-ს ჟურნალისტი ესაუბრა ჩვენს სამედიცინო პერსონალს, ფეხბურთელის აგენტს და ამ საუბრაზ არაფერი არ უთქვამს იმ სტატიაში."
"გავა დრო და ჩვენ აუცილებლად გავიგებთ ვინ და რატომ გააკეთა ეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გამომცემლობის პოზიცია სრულიად მიუღებელი და გაუგებარია. ჩვენთვის უცნობია, თუ რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც იმ გამომცემლობაში, რომელიც საკმაოდ პოპულარული და კარგი რეიტინგის მქონეა. რატომ თქვა მან ასეთი ტყუილი და რატომ ქონდათ მიზნად ჩვენთვის ზიანის მოყენება."
"საკმაოდ ცუდი სიტუაციაა ჩვენს და ფეხბურთელის ირგვლივ შექმნილი. ფეხბურთელისთვის, რომელშიც ამდენი თანხა გადავიხადეთ და რომელზეც წერს ყველაზე პრესტიჟული გამომცემლობა, რომ მას მალთაშორისი თიაქარი აქვს, მაშინ როცა ეს ასე არ არის, ეს უდიდესი ეკონომიკური დარტყმაა."
შესაძლო სარჩელი
"კლუბი განიხილავს სარჩელის შეტანის შესაძლებლობას და ამ ყველაფერზე უკვ დაწყებული აქვს მუშაობა იურიდიულ დეპარტამენტს. ფეხბურთელი თავად თავს მშვიდად გრძნობს და ემზადება შაბათს სათამაშოდ. იმის გამო, რომ წინასასეზონო მომზადება არ გაუვლია, მას მცირე ტრავმა ქონდა, მაგრამ ყველაფერი წესრიგსია. ის გამოვა და ყველას აჩვენებს, რომ არანაირი ავადმყოფობა მას არ ჭირს და რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ბინძური კამპანია იყო კლუბისა და მის წინააღმდეგ."
ჯანმრთელობის დაზღვევა
"ყველას აქვს დაზღვევა და ის დამოკიდებულია ფეხბურთელის ღირებულებაზე. ბეილს აქვს დაზღვევა, რომლის ღირებულებაც 91 მლნ. ევროა და რომელიც ამოქმედდება მისი უუნარობისა და სიკვდილის შემთხვევაში."
სერხიო რამოსთან გახანგრძლივება
"ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, არსებობენ ხელშეუხებელი ფეხბურთელები და მათი კონტრაქტები. სერხიო რამოსი ჩემი ფავორიტია და მისი აქ მოყვანისთვის უდიდესი ძალისხმევა მაქვს გაღებული. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან კარიერა აქ დაასრულოს. სერხიო რამოსზე არანაირი შემოთავაზებები არ მიგვიღია, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ის არ იყიდება და დროის დაკარგვას აზრი არ აქვს."
კასილასის სიტუაცია
"მე იკერს ა.შ.შ-ში ვესაუბრე და ასევ რამოდენიმე თამაშის შემდეგაც და არანაირი პრობლემა არ არსებობს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვის ნაცვლად ბევრის ლაპარაკი უყვართ. ის გახარებულია. მალე მას ბავშვი ეყოლება, ვარჯიშითაც იდეალურად ვარჯიშობს. იკერ კასიალსით ჩვენ მოხარულები ვართ."
მეკარის შესაძლო წასვლა
კასილასი "მადრიდის რეალიდან" არ წავა. მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ნებისმიერი პროფესიონალი მიიღებდა და ის აგრძელებს აქ მუშაობს. ესაა ის თემა, რომელიც არ მოხდება და ამაზე დავა არ ღირს. იკერს აქვს კონტრაქტი და ჩვენ ვაპირებთ, რომ ის თავისი სპორტული ცხოვრების ბოლომდე ჩვენთან იყოს."
როსელის სიტყვები "ელჩეს" არბიტრებთან დაკავშირებით
"როსელი შეიძლება ითქვას ჩემი მეგობარია, ის კარგად გამოიყურება და კარგადაც ლაპარაკობს, მაგრამ მას შეუძლია რაღა შორს წავიდეს და თუნდაც "სევილია" გაიხსენოს. ამაზე მეტის თქმას არ ვაპირებ. მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ვფიქრობ, ის კარგ სამუშაოს ასრულებს."
სანჩეს არმინიოს განცხადება
"მასაც შეეძლო ანალოგიურის თქმა "სევილიას" შეხვედრაზე ან თუნდაც ერთი წლის წინ, როცა რონალდუს ნამდვილი ომი მოუწყო მოედანზე და წარბი გაუხეთქა. ბოდიშით და ის არ უნდა ლაპარაკობდეს არბიტრებზე. მე არასდროს არ ვსაუბობ მსაჯებზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი პოსტი უჭირავს, არ უნდა აპელირებდეს კონკრეტული ფაქტებით. ჩვენ გვინდა, რომ არბიტრების და მსაჯთა კორპუსის პატივისცემას მივაღწიოთ. დღეს ტელევიზიები ბევრ რაღაცეებს გადმოსცემენ და შემიძლია ბევრი რამე გავიხსენო წინა წლებიდან. არ მიმაჩნია სწორად ის, რაც სანჩეს არმინიომ თქვა."
ნეიმარის თეატრი
"ჩემთვის ძნელია "ბარსას" თამაშების ყურება, ვინაიდან როგორც წესი, სწორედ იმ დღეს "მადრიდის რეალი" თამაშობს და მე სწორედ "თეთრების" თამაშს ვუყურებ. არ ვიცოდი, თუ ნეიმარი თეატრალური იყო. ყველაზე, ვინებიც კარგი ფეხბურთელები არიან, მუდამ დაარღვევენ თამაშის წესს. კრიშტიანო უკვე მიეჩვია ამას."
ზიდანის განცხადება ოქროს ბურთზე
"ჩემი აზრით, საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუა. ვიცი, რომ ზიდანიც ანალოგიურად ფიქრობს. რონალდუმაც იცის, თუ რას ფიქრობს ზიდანი. ზიდანი ამ კვირას ვნახე "კასტილიას" თამაშზე, მაგრამ არ მილაპარაკია მასთან ამ საკითხზე. ის და კრიშტიანო მუდამ საუბრობენ და მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ. ეს მორიგი სისულელეა."
კრიშტიანო რონალდუსა და მის გასამრჯელოზე
"კრიშტიანო წლიდან წლამდე აოცებს ყველას. ეს მისი მეხუთე სეზონია და იმაზე უკეთესია, ვიდრე პირველ ოთხ სეზონში. ის ნომერ პირველია და იმსახურებს იმ გასამრჯელოს , რასაც ღებულობს. ჩვენ ერთმანეთის იდეალურად გვესმის და არ მჭირდება მე ამის მისთვის მხოლოდ იმის გამო თქმა, რომ ის დამშვიდდეს. კრიშტიანო გამოიმუშავებს იმას, რასაც იმსახურებს. მას მოყვება ორი კაპიტანი-იკერ კასილასი და სერხიო რამოსი. ბეილი მათ შემდეგაა სხვა ფეხბურთელებთან ერთად. ძალიან გამართული სახელფასო ბიუჯეტი გვაქვს და არასდროს არ გვქონია პრობლემები."
ინიესტა "მადრიდის რეალში"?
"რა თქმა უნდა, "ბარსა" მასთან გაახანგრძლივებს. ის დიდებული ფეხბურთელია. ის თამაშობს კლუბში, რომელსაც პატივს სცემს და ვიცი, რომ არსად წასვლას ის არ აპირებს."
ანტიმადრიდული კამპანია მედიაში
"მთლად ასეც არ არის. ყველას აქვს განსხვავებული აზრი. მადრიდში არსებული მედია მუდამ უფრო მეტად კრიტიკულია კლუბის მიმართ. როცა კრიტიკა ცხრება, ამბობენ, რომ მედია "მადრიდის რეალს" ეხმარება. ეს მუდამ ასე იქნება. მე აქ 2000 წლიდან მოვედი პირველად და პირველივე დღიდან დაიწყო ჩემს წინააღმდეგ კამპანია. ისინი იყენებდნენ ჟურნალისტიზმის ძველ ხერხებს და თავიანთი ძალაუფლებით ცდილობდნენ სხვის ჩაძირვას, რის გამოც ხშირად კანონსაწინააღმდეგოსაც ჩადიოდნენ. დღესაც თითქმის ანალოგიური ხდება, მაგრამ მასზე ყურადღების მიქცევა არ ღირს. რა თქმა უნდა, ამავდროულად ჩვენი თავიც უნდა დავიცვათ. როგორც აქაურმა, ისე საზღვარგარეთულმა მედიამ ბევრი კარგი გააკეთა "მადრიდის რეალისთვის".
ნდობა ბენზემასადმი
"მე ვფიქრობ, რომ ბენზემა დიდებული ფეხბურთელია. ჩვენ ყოველწლიურად ვღებულობთ შემოთავაზებებს მის სანაცვლოდ. მწვრთნელი არის ერთადერთი, ვისაც აქვს სრული ავტონომია ფეხბურთელების ფორმასთან დაკავშირებით. ვიცი, თუ რას ითხოვნ გულშემატკივრები, ყველა ჩვენგანი ვიზიარებთ მათ მოთხოვნებს. ამ კლუბში მუდამ ასეა, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიცოდეთ მოთმენა. სტვენა "მადრიდის რეალის" ფეხბურთელისადმი მუდამ ცუდად მოქმედებს ჩემზე. მოვუწოდებ მათ, რომ თავი შეიკავონ ამისგან. თუ ასე არ მოვიქცევით, შეიძლება ამან ჩვენ დაგვასუსტოს."
სავარაუდო ზამთრის ტრანსფერები
"დიდებული შტაბი და შემადგენლობა გვყავს და შესაბამისად არ გვესაჭიროება არავინ. ფალკაოსთან დაკავშირებული ამბები ტყუილია."
მოურინიოსგან დაცული
"2000 წელს იმაზე უარეს სიტუაციაში მიწევდა ცხოვრება, ვიდრე ამ წლებში. მადრიდში პრესა უცხოელ სპეციალისტებს არც თუ ისე კარგად უყურებენ და მითუმეტეს "მადრიდის რეალში". მოურინიოს დრო მე არ მჭირდებოდა დაცვა, ვინაიდან ისიც ისე იყო შეტევის ობიექტი, როგორც მე."
სხვაობა მადრიდისა და ბარსელონას პრესას შორის
"შაბათს ინფორმაცია, რა თქმა უნდა არ გავრცელებულა ბარსელონაში. პრესა კრიტიკულია და კრიტიკაც მისაღებია. თუ კრიტიკა არ ცდება ზომიერების ფარგლებს, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი არ გვექნება. "მადრიდის რეალი" ყველაფერი ამის გათვალისწინებით გახდა დიდებული. არსებობს ბევრი პრესა, რომლებიც გვეხმარებიან გავხდეთ უკეთესები. არიან ბევრი ჟურნალისტები, რომლებიც არცხვენენ ჟურნალისტიკებს და მე ასეთები არ მიყვარს."
გულშემატკივრები "ბერნაბეუზე"
"მე იმედი მაქვს , რომ კრიტიკა და სტვენა კლუბის მიმართ არ იქნება გაუმართლებელი, ვინაიდან არის დრო, როცა თითოეულ ნაბიჯს ვაკრიტიკებთ. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აქაურ ფეხბურთელებს უფრო მეტი მოეთხოვებათ. თუ შენ ინგლისში ან გერმანიაში ხარ , მაშინ შენზე შედარებით ნაკლები ზეწოლა არის.
დიეგო ლოპესზე
"სიტუაცია განსხვავებულია. ორივე უმაღლესი დონის მეკარეები არიან. გულშემატკივრები ორივეს უდგანან გვერდში და ეს მინდა მეც."
მორატა
"კოპენჰაგენში ჩვენ ვიხილეთ ორი ოცი წლის ფეხბურთელი-ხესე და ვარანე და მათთან ერთად 21 წლის მორატა, ისკო და კარვახალი. მე ამის გამო დამბურძგლა. მორატას წინ მთელი თავისი კარიერა აქვს და ამ ხნის მანძილზე უამრავი გამარჯვებები ელის. რა თქმა უნდა, ის "მადრიდის რეალის" ხვალინდელი დღეა."
ჭორები ლევანდოვსკიზე
"ის კარგი ფეხბურთელია. მე მას თანამშრომლობა შევსთავაზე, მაგრამ მაშინ მან მითხრა, რომ "დორტმუნდში" თავს ბედნიერად გრძნობდა."
რატომ ვერ მოახერხეთ ნეიმარის შეძენა?
" "მადრიდის რეალში" არსებულმა ეკოსიტუაციამ არ მოგვცა მისი ყიდვის საშუალება. ის არ ერგებოდა ყველა იმ გეგმებს, რაც ჩვენ გაგვაჩნდა. ჩვენ ველაპარაკებოდით ყველას. 57 მლნ. კარგი ფასია, მაგრამ მაშნ ჩვენგან ორჯერ და სამჯერ მეტს ითხოვდნენ. მშობლებიც ჩვენ მხარეს იყვნენ, მაგრამ ბოლოს მაინც არ შედგა ტრანსფერი. მოკლედ შევეშვათ ამ თემას. ამ ეტაპზე ჩვენ ბეილზე ვართ კონცენტრირებულნი."
აბჩელოტის "მადრიდის რეალი"
ანჩელოტი დიდებული მწვრთნელია , რაც მას არაერთხელ დაუდასტურებია და იმედი მაქვს ჩვენთანაც მასე იზამს.
იოზილის წასვლა
"ყველა ვერ მოერგებოდა სიტუაციას და ყველა ვერ ითამაშებდა. როცა კლუბში მოიყვან ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ისკო და ბეილი არიან და მათ არ ათამაშებ , ეს ძნელი გასაგებია. როცა ახლები მოვიდნენ , ის უკვე მზად იყო წასასვლელად. მე მისი წასვლა არ მინდოდა და არც კლუბს, მას ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ ის ელაპარაკა მწვრთნელს, როგორც ამ კლუბისას, ასევე სხვისას და ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ აქცენტები ახალგაზრდებზე ვაკეთებთ, ისეთებზე, როგორიც ისკო. კანტერადან ახალგაზრდა ფეხბურთელები გადმოვიყვანეთ, როგორებიც არიან ხესე, მორატა, კარვახალი, კაზემირო და ა.შ. ყველა ამათი ერთად თამაშისას ვინმეს მაინც მოუწევდა წასვლა. სამწუხაროდ, ეს იოზილი გამოდგა."
ფალკაოს შესაძლო შეძენა
"შეუძლებელი არაფერია, მაგრამ იანვარში ეს შეუძლებელია. ეხლანდელსა და ივნისს შორის დიდი და შორი გზაა. ის დიდებული ფეხბურთელია და ვიცი, რომ მას "მადრიდის რეალში" შეუძლია თამაში, მაგრამ ყველას ვერ მოვიყვანთ კლუბში."
ხაბი ალონსოს თამაში კლასიკოში
"იმედი გვაქვს, რომ ხაბი მზად იქნება, ის კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. წელს ცუდი ბედი ქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას საკმაოდ დიდი ძალა აქვს იმისთვის, რომ ყველაფერი დაძლიოს. თუ დარჩენა გინდა "მადრიდის რეალში", აუცილებლად დარჩები. თუ გადაწყვეტ , რომ წასვლის დროა, ჩვენ ამასაც გავიგებთ."
რეალ მადრიდის ქალაქი
"გარდა პირველი კლუბზე ზრუნვისა, გვინდა რომ ინფრასტრუქტურაზეც ვიზრუნოთ. გვაქვს შესანიშნავი სპორტული ქალაქი."
ახალი სტადიონი
"ამაზე ვმუშაობთ. გვინდა, რომ ყველაფერი ამ თვის ბოლოსთვის უკვე შევათანხმოთ. არსებობს ოთხი კანდიდატურა და ოთხი ვარიანტი. თუ ყველაფერი კარგად წავა, შეგვიძლია უკვე ზაფხულში დავიწყოთ მუშაობა. გვინდა, რომ უმაღლესი დონის სამუშაო ჩავატაროთ და "სანტიაგო ბერნაბეუ" 21-ე საუკუნის სტადიონად ვაქციოთ. გვჯერა, რომ ეს შესანიშნავი იქნება. ასევე ვმუშაობთ სპონსორებთანაც. "ბერნაბეუ" სახელი შენარჩუნდება, მაგრამ თუ სპონსორებთან შეთანხმება მოვახერხეთ, შეიძლება ბოლოში სპპონსორის სახელიც დავამატოთ."
ლიგა დაკარგულია?
"ბოლო სამ წელში ლიგა 100 ქულით მოვიგეთ და ორი დავთმეთ 96 და 92 ქულით. წარსულში ლიგას 68 ქულით ვიგებდით. ეხლა ცუდ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მიუხედავად ასეთი სხვაობისა, ადრე მოგვიგია ჩვენ ტურნირი. ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას და სწორედ მუშაობას მოყვება შედეგი.
ურთიერთობა მოურინიოსთან
ბოლოს მოურინიოს მაიამიში ყოფნისას ვესაუბრე და საკმაოდ თბილადაც ვილაპარაკეთ. მე მასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ყველას თავისი ხასიათი აქვს.
მეათის მოგება
ევოტურნირები ჩვენს სისხლშია. ესაა ტურნირი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობთ და სადაც ბევრ წარმატებებს მივაღწიეთ. ჩვენ გვინდა, რომ მეათე მოვიგოთ.
- 15 ოქტომბერი 2013
- 4 082
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.