პერესი: „ბეილი მწყობრშია“
გამოცემა „მარკას“ სტატიას, რომელიც ბეილის სერიოზული ტრავმის შესახებ იუწყებოდა, ფლორენტინო პერესიც გამოეხმაურა.
„კიდევ ერთხლე გეტყვით, რომ აღნიშნული სტატიის შინაარსი სიმართლეს არ შეესაბამება.სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებმა ხაზგასმით თქვეს, რომ მას დისკოზის ძალიან მცირე ქრონიკული გამოვლინება აქვს, რაც ნებისმიერი მაღალი დონის ფეხბურთელისთვისა დამახასიათებელია.აქედან გამომდინარე, გარეთ მწყობრშია და ამას მოედანზე დაამტკიცებს.“
„ჟურნალისტები მიზანმიმართულად ცდილობენ ფეხბურთელზე ზეწოლის მოხდენას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არ გამოუვათ.“
„თავად მოთამაშე მშვიდადაა და მოთმინებით ელოდება შაბათის პაექრობას.გამომდინარე იქედან, რომ მას წინასასეზონო მომზადების პერიოდი გაუცდა, სანიმუშო ფიზიკურ კონდიციებში არ იმყოფება.ის თავდაუზოგავად მუშაობს, რათა მოედანზე სათანადოთ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.“
realmadrid.com
- 15 ოქტომბერი 2013
- 1 722
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.