ხედირა: „თავს შეურაცყოფილად ვგრძნობ“

გერმანული Kicker-ის საშუალებით, სემი ხედირა ესპანური მედიის ბრალდებებს გამოეხმაურა.

როგორც იცით, მადრიდულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, „რეალის“ წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ „გმირად,“ სწორედ ბუნდეს ნაკრების წევრს მოიხსენიეს, რამაც ფეხბურთელი განარისხა და საკმაოდ გულწრფელად აალაპარაკა მშობლიური გამოცემის ფურცლებზე.

„მოგეხსენებათ, სეზონი სათადარიგოთა სკამზე დავიწყე და ჩემთვის გაუგებარია, რატომ გადმოვიდა ესპანური მედია ასეთ შემოტევაზე.ალბათ, სხვა ქვეყნის წარმომადგენლობისა და მოურინიოს ქომაგოს გამო გადაწყვიტეს, ჩემი განტევების ვაცად გამოყვანა.თავს შეურაცყოფილად ვგრძნობ.“

„სიმართლეა, რომ შემადგენლობა სათანადო ფორმაში არ იმყოფება.ვერ გეტყვით, ეს დროის საკითხია თუ სხვა რამის, მაგრამ ფაქტია, ჩვენ გუნდური ფეხბურთის ჩვენება გვიჭირს.“

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა განიმუხტოს სიტუაცია, რამეთუ „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ თანმიმდევრულად იგებენ თამაშებს.“

„იოზილის დაკარგვა ნებისმიერ გუნდს დააზარალებს.“

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში, ხედირა დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას არ მიიღებს.

as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)