"რეალი" ჯექსონს აკვირდება
ბენზემაას მწირი შედეგიანობის გამო, სამეფო კლუბი ფორვარდებს აკვირდება.
როგორც ცნობილია, ამჟამად, მადრიდელთა ყურადღება, "პორტუს" კოლუმბიელმა გოლეადორმა მიიპყრო, რომელმაც გასულ სეზონში პორტუგალიის პირველობის ბომბარდირობა არავის დაუთმო (25 გოლი), ხოლო წლეულს, 7 მატჩში 7 გოლით იწონებს თავს.
პორტუგალიური კლუბის ბოსებმა, ჯექსონ მარტინესის ისეთ კლუბებში გაშვებაზე თქვეს უარი, როგორებიც "ნაპოლი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან.წინახაზელს გაუმჯობესებულ კონტრაქტს დაპირდნენ, რომელიც ჯერ კიდევ შეუსრულებელი რჩება.აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისათვის მისი ფასი 40 მლნ. ფარგლებში მერყეობს, ხოლოდ თუ ხელშეკრულება 2018 წლამდე გაუზარდეს, ღირებულება 20 მლნ. მოიმატებს.
თავად მარტინესი ბედნიერიად გრძნობს თავს "პორტუში," თუმცა კლუბიდან წასვლას არ გამორიცხავს.
marca.com
- 14 ოქტომბერი 2013
- 1 977
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.