კარლოს დიასი: "ბეილს საფრთხე არ ემუქრება"
"მადრიდის რეალის" მთავარი ექიმი კარლოს დიასი აცხადებს, რომ გარეთ ბეილს არაფერი არ ემუქრება. მან აღნიშნა, რომ ფეხბურთელს არ ჭირს არაფერი თიაქარის მაგვარი, ხოლო ექიმებმა ბეილის პრობლემაზე ფლორენტინოს არც კი უთხრეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის სრულიად უმნიშვნელოა.
"გარეთ ბეილს არ ჭირს მალთაშორისი თიაქარი და შესაბამისად მას საერთოდ არ ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა"-განაცხადა კარლოს დიასმა.
"ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელსაც ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის მთელი სეზონის მანძილზე , განსხვავებით იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც არც ისე არიან დატვირთულნი. ეს ე.წ. ავადმყოფობა დამახასიათებელია ფეხბურთელთა უმრავლესობისთვის და მითუმეტეს ისე დატვირთული ფეხბურთელისთის , როგორიც გარეთ ბეილია და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება."
"როცა მან გაიარა სამედიცინო შემოწმება, არანაირი საგანგაშო რამ არ გვინახია, მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი სიმპტომები იყო. ფეხბურთელს არ ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ამავდროულად სავსებით ლოგიკურია, რომ ყველანაირი პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, მისი აღდგენით პროცესს გულისყურით ვაკვირდებით და ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ფეხბურთელი დავიცვათ გართულებებისგან"-განაცხადა ექიმმა.
ავადმყოფობის შესაძლო გამწვავებაზე მან განაცხადა: "მედიცინაში ძნელია რამის პროგნოზირება, ჩვენი მიზანია , რომ ის სიტუაციის გამწვავებისა და გაუარესებისგან დავიცვათ."
კარლოს დიასმა ასევე განაცხადა, რომ ფლორენტინო პერესი არ ჩაუყენებიათ საქმის კურსში სამედიცინო შემოწმების შემდეგ: "ჩვენი მოსაზრება იყო ის, რომ ფეხბურთელი არ არის მზად და ამავდროულად არაფერი არ გვინახია ისეთი, რომლის გამოც პრეზიდენტის შეწუხება ღირდა."
მან ასევე ისაუბრა ბეილის აღდგენით პროცესებზე: "მას არ გამოუყენებია წინასასეზონო მომზადება და მან სრულიად სხვა დონეზე ითამაშა. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, კუნთებს სეზონისთვის მოსამზადებლად აუცილებლად ესაჭიროება გახურება. როცა კუნთები დაეჭიმა, მაშინ მისი არგაყვანა გადავწვიტეთ. ვმუშაობთ იმისთვის, რომ "მალაგასთან" რამოდენიმე წუთით ითამაშოს, ისევე როგორც "იუვენტუსთან" და ამის შემდეგ ის სრულ მზადყოფნაში იქნება "ბარსელონასთან" შეხვედრისთვის."
- 12 ოქტომბერი 2013
- 2 304
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.