რობერტო კარლოსის ინტერვიუ

რობერტო კარლოსმა ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

თქვენ დემოკრატი მწვრთნელი ხართ, თუ დიქტატორი?

როცა ვინმეს პრობლემები აქვს, მე ვცდილობ გავუგო მას და გავუადვილო ცხოვრება. ვცდილობ ისეთი მწვრთნელი ვიყო, როგორიც ვისენტე დელ ბოსკეა-მომთხოვნი ვარჯიშებზე და ამავდროულად ყურადღებიანი ფეხბურთელების მიმართ. მე, როგორც ვისენტე, რომელიც დღეში 24 საათი ფიქრობს ფეხბურთზე, სიამოვნებას ვიღებდი ვარჯიშების ჩატარებიდან, ვცდილობ, რომ მას დავემსგავსო.

დელ ბოსკეს მუდამ უყვარდით თქვენ. თქვენც იმავეს ფიქრობთ, რომ დელ ბოსკეს გაშვება ფლორენტინოს შეცდომა იყო?

ის ძალიან უბრალო და გახსნილი ადამიანი იყო და მე არ მინდოდა, რომ ის წასულიყო - ყველას ძალიან გვიყვარდა.

როგორ მიიღეს "რეალის" გასახდელში მისი წასვლა?

ეს წარსულის საქმეა. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა. "რეალის" ისტორიაში რა არ მომხდარა: იყო დელ ბოსკეს და ფერნანდო იეროს წასვლა, ტრიბუნებიდან სტვენა ჩემი , ბექჰემის და ზიდანის მისამართით...

რას იტყვით არც თუ ისე კარგ ურთიერთობაზე იკერ კასილასსა და ჟოზე მოურინიოს შორის?

როცა კლუბში რვა ფეხბურთელია, რომლებსაც ლიდერობის პრეტენზია აქვს, ასეთი რამეები იოლად წყდება. ეს მე გავიგე ფელიპე სკოლარის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში: იქ ლიდერი ხდებოდა ის, რომელიც ძლიერი იყო მოცემულ მომენტში, ხოლო ასეთი სიტუაციები კი გასახდელში უნდა წყდებოდეს. დიახ, ადრე კასილასი იყო ხელშეუხებელი ლიდერი, მაგრამ ეხლა მისი მდგომარეობა შეირყა. იკერი ჭკვიანი ადამიანია, მან ეს უნდა მიიღოს, როგორც არის ისე და გააგრძელოს მუშაობა, გარდა ამისა მწვრთნელი მას სათამაშო დროის გარანტიას აძლევდა.

თქვენ რომ ანჩელოტის ადგილას იყოთ, მიმართავდით მეკარეების როტაციას?

მე პირიქით გავაკეთებდი: იკერს ლა ლიგაში გამოვიყენებდი, სადაც მას კოლოსალური გამოცდილება აქვს, ხოლო დიეგო ლოპესს კი, რომელიც ამჟამად იდეალურ ფორმაშია , ჩემპიონთა ლიგაზე.

რას იტყვით ანჩელოტიზე? მისი სისტემა კარგია "მადრიდის რეალისთვის"?

ლა ლიგა ჩვენთვის ცუდად დაიწყო, მაგრამ ანჩელოტი ახალი მწვრთნელია, მას თავისი სათამაშო ფილოსოფია აქვს და მას დრო უნდა მივსცეთ, რომ მუშაობა შეძლოს. რაც შეეხება სისტემას, ყველაფერი სისულელეა: სისტემა კარგია მაშინ, როცა ფეხბურთელები კარგ თამაშს აჩვენებენ, ახარებენ გულშემატკივრებს და იმარჯვებენ.

ზიდანს ესაუბრეთ?

დიახ. ის ძალიან ბედნიერი კარლო ანჩელოტისთან მუშაობით.

ის ზემოქმედებს სამწვრთნელო გადაწყვეტილებებზე?

როგორ უნდა გაგცეთ ამაზე პასუხი? ის, რაც გასახდელში ხდება - ეს საოჯახო საიდუმლოა.

იქნებ შეადაროთ ეხლანდელი "მადრიდის რეალი" თქვენი დროის კლუბს?

ამის გაკეთება რთულია: დღევანდელი კლუბი იდეალურად არის დაკომპლექტებული, მაგრამ მოდით, ჯერ მოიგონ იმდენი რამ, რამდენიც ჩვენ მოვიგეთ. სწორედ ამის შემდეგ შევადაროთ ერთმანეთს.

რა პოზიციაზე გამოიყენებდით ბეილს?

მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე, ხოლო რონალდუს კი მარცხნივ ვათამაშებდი. ამავდროულად ანხელ დი მარია მეორე ფორვარდი იქნებოდა და თავის თავზე მიიზიდავდა მეტოქეების მცველებს , ხოლო ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი მე კარიმ ბენზემას ვხედავ.

ბენზემა?

მე მჯერა ბენზემას. ეხლა იმდენ კარგს ამბობენ ალვარო მორატაზე, მაგრამ ის მაინც პერსპექტიული ფორვარდია, ის მხოლოდ და მხოლოდ სწავლობს ოსტატობას, ხოლო ბენზემას კი უბრალოდ "მადრიდის რეალის" თამაშში ჩაჯდომა ჭირდება.

მაგრამ ის უკვე 2009 წლიდანაა აქ!

"მადრიდის რეალში" თამაში არც ისე ადვილია. აუცილებელია, რომ ყურადღებით გავაანალიზოთ მისი გამოსვლა "მადრიდის რეალში" - ბევრი წარმატებები ქონდა მას "თეთრების" შემადგენლობაში, მაგრამ ის ხშირად იკარგება მოედანზე, მაგრამ კარგია ბურთის ართმევისას..

და სხვები მაშინ რას აკეთებენ? მას გოლი უნდა გაჰქონდეს და არა ბურთის ართმევაზე თამაშობდეს. თქვენს დროს, არც რონალდო, არც ზიდანი არ მონაწილეობდნენ ბურთის ართმევაში

ბენზემა- თავის ძლიერებაზე დამოკიდებული ფეხბურთელია, ამიტომაც მისი პრობლემა, მხოლოდ მისი პრობლემა არაა, არამედ ეს გუნდური თამაშის პრობლემაა. მასზე ამტვრევენ ყველა ჯოხს, ვინაიდან "მადრიდის რეალის" გულშემატკივრები მიეჩვივნენ ლამაზ, შემტევ ფეხბურთს, რომელიც პირველ რიგში ყოველთვის ასოცირდება ფორვარდის შედეგიანობასთან.

მაგრამ აი მაგალთად მარსელო, უსიტყვოდ ახარებს "ბერნაბეუს" პუბლიკას...

ის უბრალოდ ყოჩაღია. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან მოირჩინა ტრავმა - ის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა ამჟამინდელ "მადრიდის რეალში".

ვისთანაც კითხვები არ არსებობს, ეს კრიშტიანო რონალდუა, ასე არ არის?

აქ ვერაფერს ვერ ვიტყვი - ის ოსტატი და ლიდერია. სისულელე იქნებოდა მეთქვა, რომ ის არ არის გამორჩეული ფებურთელი, ისევე როგორც ლიონელ მესი - ისინი სრულიად განსხვავებულები არიან, მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რომ ისინი სხვა პლანეტიდან არიან.

რაში განსხვავდებიან ისინი?

მესი ჩართულია ისეთ სათამაშო სისტემაში, სადაც არის ხავი, ინიესტა, ფაბრეგასი, ნეიმარი... კრიშტიანუ კი თავის მხრივ უფრო მეტად ინდივიდუალური ფეხბურთელია - ის უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული გუნდურ სისტემაზე. ანუ არის კრიშტიანუ და არიან მუშები, რომლებიც მას ეხმარებიან.

  • shvela
  • 11 ოქტომბერი 2013
  • 3 308
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)