ფორვარდის პრობლემა, სეგუნდას ლიდერთან მატჩის წინ

შაბათს "კასტილია" სეგუნდას ლიდერს დაუპირისპირდება.

გასულ უქმეებზე პირველი გამარჯვების შემდეგ, "კასტილია" მშობლიურ სტადიონზე "რეკრეტივოს" უმასპინძლებს, რომელიც ესპანეთის მეორე დივიზიონის ლიდერია.

მიუხედავად პირველი გამარჯვებისა ამ სეზონში, "კასტილიას" კვლავ პრობლემები აქვს. "რეკრეატივოსთან" მატჩში, გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს ორი უმნიშვნელოვანეში ფეხბურთელი: ანტონიო როცი, რომელიც "თეთრების" ძირითად ფორვარდათ ითვლები, იტალიის ნაკრებშია (U-21) გამოძახებული. კრისტიან ბენავენტე, რომელმაც "ლუგოსთან" მატჩში "მატყუარა ცხრიანის" პოზიციაზე ითამაშა, პერუს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.

ამდენად, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ალბერტო ტორილს მხოლოდ ორი ფეხბურთელი დარჩა: რუბენ სობრინო და რაულ დე ტომასი.

სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში დე ტომასი იქნება, რომელიც ძალიან აქტიური იყო "ბარსელონა ბ"-ს წინააღმდეგ თამაშის დროს. მომავალი მატჩი "რეკრეატივოსთან" - დიდი შანსი ესპანელი ახალი "რაულისთვის", მას შეეძლება დაამტკიცოს თუ რატომ ითვლება ნაკრების ერთ-ერთ პოტენციურ ფორვარდათ მომავალში.

შეგახსენებთ, რომ სეგუნდას მე-9 ტურის მატჩი, "რეალ მადრიდ კასტილია " - "რეკრეატივო", გაიამრთება 12 ოქტომბერს, 20:15 საათზე (ტბილისის დროით).

  • Ricky.
  • 11 ოქტომბერი 2013
  • 2 059
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)