ზიდანის ინტერვიუ
ზინედინ ზიდანი აბუ დაბიში ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
გარეთ ბეილი: "ის კლუბში მოვიდა და იგი ყველამ კარგად მიიღო. რა თქმა უნდა, მას აკლდა ცოტათი ფიზმომზადება, ამიტომაც თავდაპირველად მისი ფიზიკური კონდიციები შორსაა იდეალურისგან. ერთადერთი, რაც ამჟამად ასე ვთქვათ გვაწუხებს, არის ის, რომ მას დიდხანს არ უვარჯიშია თანაგუნდელებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის შეუდგა ვარჯიშს და მალე მზად იქნება."
ბეილის ფასი: "ასეთი ბაზარი. არსებობს კლუბი, რომელსაც ფეხბურთელის ყიდვა უნდა და კლუბი, რომელიც მას ყიდის. ესაა ფულის მიმოქცება და ფეხბურთელი ღირს ის , რაც ღირს. ის გამორჩეული ფეხბურთელია და მას ბევრის მოცემა შეუძლია "მადრიდის რეალისთვის", სწორედ ამიტომაც ავირჩიეთ ჩვენ ბეილი."
ოქროს ბურთი, რიბერი თუ რონალდუ: "ჩემი აზრით ორივენი იმსახურებენ, მაგრამ მე პირადად ფრენკს მივცემდი, ვინაიდან სამივე ტიტულის მოგებაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. პრობლემა ისაა, რომ არსებობს ბიჭი, რომელმაც 55 გოლი გაიტანა... ნუ , ამას მე არ ვწყვეტ."
ბენზემას სტატუსი: "როცა ფეხბურთელს ცუდი ბედი აქვს, ეს მძიმე და რთული მომენტია. ის კარგავს თავდაჯერებულობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი არ კარგავენ თავიანთ ნიჭს. თქვენ ითხოვთ გოლის გატანას და ამ დროს ისინი ამას ვერ ახერხებენ, ამიტომაც არსებობს ამდენი კრიტიკა. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ეჭვქვეშ დააყენოთ ფეხბურთელის მიერ გაწეული სამუშაო "მადრიდის რეალში", ბენზემა არასდროს არ ნებდება."
მორატასთან კონკურენცია: "კარგია, როცა კლუბში არის ფეხბურთელი, რომელიც იზრდება. ბენზემას ცუდი პერიოდი აქვს და ასეთი რამ ხდება ხოლმე. საუბარია 1217 მშრალ წუთზე საფრანგეთის ნაკრებში. რა თქმა უნდა , ეს დიდი დროა, მაგრამ ბენზემა ის ფეხბურთელია, რომელიც არასდროს არ ნებდება, რომელიც მუდამ მუშაობს განვითარებისთვის. ის აუცილებლად დაბრუნდება. ამისთვის მას რამოდენიმე გოლი ესაჭიროება."
მწვრთნელობა: "ვოცნებობ, რომ ერთ დღეს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვიყო. ეს არაა ის, რაც ეხლა მსურს. ეს მე მომავალში მინდა. მე მუდამ მშვიდი ვიყავი და ასეა ეხლაც. კარლოსთან დიდებულად ვეწყობი და ვმუშობ. ეს იდეალური ტრამპლინია მთავარ მწვრთნელობამდე. სწორედ მთავარი მწვრთნელობაა ჩემი მიზანი."
თქვენი ამჟამინდელი როლი: "მე კარლოს ერთ-ერთი ასისტენტი ვარ. კლემენტე ფიზიკურ მომზადებაზეა კონცენტრირებული , მე კი უფრო მეტად კლუბზე, მის სტრქტურაზე, ფეხბურთელებთან მუშაობაზე. ყველაფერი ანჩელოტისთან შეთანხმებით ხდება, მაგრამ აქ ყველას თავისი როლი აქვს. მომწონს თუ არა ეს? რა თქმა უნდა. ეს დასაწყისისთვის იდეალური გამოცდილებაა."
მისი დამოკიდებულება ანჩელოტისთან: "ბევრ დიდებულ მწვრთნელთან მიმუშავია და მათგან რაღაცეებს მუდამ ვსწავლობდი და ამიტომაც ვფიქრობ, რომ მე მაქვს საკმარისი უნარი მთავარი მწვრთნელობისთვის. ის ახალგაზრდა იყო, როცა მასთან პირველად მომიწია მუშაობამ, ეხლა მას კოლოსალური გამოცდილება აქვს. ის ფანტასტიკური მწვრთნელია და მეხმარება იმის მიღწევაში, რაც მომავალში მსურს."
სეზონის დასაწყისი: "მადრიდში მუდამ დიდი მოთხოვნებია, ყოველთვის უფრო მეტს ითხოვენ. შედეგები თქვენს წინაშეა. ჩემი აზრით, ბევრი კარგი რამე გაკეთდა, მაგრამ რა თქმა უნდა, თამაში გაუმჯობესებას საჭიროებს."
ისკოსთან შედარება: "ისკოს მადარებენ, სწორედ ასეთი სიტუაციები მქონდა მე კარიერის დასაწყისში. ხალხი მე პლატინს მადარებდა. ასეთი რამ მუდამ ხდებოდა და გაგრძელდება კიდევაც."
ყველაზე გამორჩეული საფეხბურთო მომენტი: "1998 წელი და მსოფლიო ჩემპიონობა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად."
გამორჩეული პარტნიორი: "რონალდო. მას გასაოცარი ნიჭი ქონდა და მისი მოძრაობები მუდამ გამოუცნობი და გამორჩეული იყო."
- 10 ოქტომბერი 2013
- 3 562
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.