დი მარიამ ხმა ამოიღო
არგენტინელი გარემარბი თავის ყოფილ თანაგუნდელზე საუბრობს.
გარეთ ბეილის ყიდვის შემდეგ მესუთ ოზილი მიხვდა, რომ შესაძლოა თადარიგის ფეხბურთელად ქცეულიყო, ამიტომ, გერმანელმა გუდა-ნაბადი შეკრა და ლონდონში გახსნა.
იგივეს ამბობდნენ ანხელ დი მარიაზეც, მაგრამ არგენტინელმა წასვლა არ ისურვა და აღნიშნა, ძირითადისთვის ბოლომდე ვიბრძოლებო.
ჰოდა, გუშინ ის ჟურნალისტებს შეხვდა და საკმაო რიხითაც ისაუბრა.
"ალბათ გახსოვთ, ყველა ამბობდა მოვა ბეილი და დი მარია თადარიგის ფეხბურთელი გახდებაო. მე ვარჯიშებზე გაათმაგებული ენერგიით გავდიოდი და შედეგიც სახეზეა-მწვრთნელი მენდობა, მე კი ძირითადის წევრი ვარ. მიხარია, რომ ჩემი შრომა არ იკარგება და რაც მთავარია, ამას ანჩელოტიც კარგად ხედავს,"-განაცხადა დი მარიამ.
მაგრამ მას ის კი აღარ უთქვამს, რომ ბეილი ტრავმირებულია და მისი გამოჯანმრთელების შემდეგ მისტერ 100 მილიონს სკამზე არავინ დასვამს.
- 10 ოქტომბერი 2013
- 6 607
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.